ბრაზილიელი ასტრონომის აზრით ”პლანეტა-X” არსებობს

 ბრაზილიელმა ასტრონომმა წარმოადგინა გამოთვლები, რომლის მიხედვითაც პლუტონის ორბიტას იქეთ არსებობს ”პლანეტა-X” – ოთხი დედამიწის ზომის ციური სხეული. ასეთ დასკვნამდე სპეციალისტი ნეპტუნის ორბიტის იქეთ არსებული ყინულოვანი ობიექტების ორბიტების გადახრის ანალიზით მივიდა. ბრაზილიის ნაციონალური ობსერვატორიის თანამშრომელის როდნი გომესის ნაშრომი ჯერჯერობით რეცენზირებად შემეცნებით ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, მოკლედ კი ამის შესახებ საიტი Space.com-ი წერს.

 გომესმა ე.წ. გაფანტული დოსკოს ობიექტთა მოძრაობა გააანალიზა – რეგიონი ნეპტუნის ორბიტას იქეთ, რომელიც ძირითადათ ყინულისაგან შემდგარი სხეულებით ნაკლებადაა შევსებული. ითვლება, რომ გაფანტული დისკო წარმოიქმნა, როცა კოიპერის სარტრყელის ობიექტთა ნაწილი, ასევე მცირე ყინულოვანი სხეულებით შევსებული, ნეპტუნის გრავიტაციის ზემოქმედებით გაიფანტა.

ბოდიში გომესთან, მაგრამ ეს ფოტო უფრო შეეფერება ამ ინფორმაციას.

გაფანტული დისკოს ობიექტთა ორბიტები თეორიულად ნავარაუდევისაგან განსხვავებულია. ასტრონომები ამ მოვლენას სხვა და სხვაგვარად ხსნიდნენ, თუმცა ერთიანი აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. გომესმა ივარაუდა, რომ მცირე ზომის ობიექტთა ორბიტები ჯერ აღმოუჩენელი დიდი ზომის მოქმედებით იცვლება. ასტრონომის გამოთვლების მიხედვით, ზომით ის შეიძლება ნეპტუნს შევადაროთ(ოთხჯერ დიდია დედამიწზე) და მზეს 225 მილიარდი კილომეტრითაა დაშოერებული(გაცილებით შორს ვიდრე ნეპტუნი და პლუტონია). სხვა ვარიანტის მიხედვით, ”პლანეტა-X” მარსზე დიდი არ არის და პლუტონის იქეთ ძალიან წაგრძელებულ ორბიტაზე მოძრაობს.

 ბევრი მეცნიერი სკეპტიკური თვალით უყურებს ”პლანეტა-X”-ის ძებნის საკითხს – მათი აზრით შორეული ციური სხეულების მოძრაობის ანომალია სხვა მიზეზებით, ან დაკვირვებებში არსებული უზუსტობებითაც შეიძლება აიხსნას(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.