მოხდება თუ არა კატასტროფა 2012 წელს?(თენგო)

 მაიას მიერ გამოთვლილი კატასტროფის თარიღი უფრო კოსმოსურ მოვლენებს უკავშირდება.
 წელიწადის ხანგრძლივობა მაიას ქურუმებმა კოლოსალური სიზუსტით დაადგინეს, თითქმის როგორც თანამედროვე კალენდარი, მხოლოდ ერთი დღე-ღამის სხვაობას იძლევა 5000 წლის განმავლობაში. ზუსტად ქონდათ გამოთვლილი მარსის წელიწადი, მზის და მთვარის დაბნელება.
 კალენდარი ანუ მზის ქვა მექსიკის ნაც. მუზეომში ინახება. 3,6 მ. დიამეტრისაა, სისქე მეტრამდე, წონა 24 ტონა. ის 1476 წელს შექმნეს ქურუმებმა, ინდიელების ცივილიზაციის აყვავების ეპოქაში. შუაში გამოსახულია  მზის ღმერთი, გარშემო ოთხი კვადრატი გვიჩვენებს ადამიანების მიერ გადატანილ კატასტროფებს. მეოთხე კვადრატი მოგვითხრობს გადატანილ ბოლო უბედურებაზე, მასში ჩახატული წყლის ქალღმერთი წარღვნაზე უნდა მიუთითებდეს… უმნიშვნელოვანესი იყო 52 წლიანი ციკლი, ზედმეტი დღეებით, ამ დღეებში ქურუმები უბედურებებს წინასწარმეტყველებდნენ. კალენდრის მიხედვით ყოველი 5 126 წლის მერე მთავრდება და იწყება სრულიად განსხვავებული ერა, ეს თარიღი ემთხვევა 2012 წლის 21 დეკემბერს,კალენდარი ინდიელებმა განუწყვეტელი დაკვირვებებითა და გამოთვლებით შექმნეს,აქ რაიმე გარეშე ძალები არაფერ შუაშია. თუმცა რას უკავშირდება  ეს მტკიცება აპოკალიფსზე გაურკვეველია.

ეს პირამიდაც(ჩიჩენიცაში,მექსიკა) კალენდარია, დღეების რაოდენობის პატარა საფეხურებიანი და თვეების რაოდენობის დიდ საფეხურებიანი კიბეებით.
 თანამედროვე ასტრონომები ამ თარიღისათვის არანაირ უბედურებას არ ელიან.არც ოპტიკურ, რადიო(რადარი) თუ ინფრა წითელ დიაპაზონში მზის სისტემაზე დაკვირვებით საშიში ციური სხეულები არ არის აღმოჩენილი, მით უმეტეს პლანეტის ზომის ობიექტი. ცნობილი ასტეროიდი აპოფისი რომელიც დედამიწისათვის საშიშ ირბიტაზე მოძრაობს, მხოლოდ 2029 წელს მოგვიახლოვდება და მისი ჩამოვარდნის პროცენტული მაჩვენებელიც ძალიან დაბალია. არც რომელიმე მასიური ვარსკვლავია ისე ახლოს, რომ ზეახლად აფეთქების შემდეგ გამა გამოსხივება ჩვენსკენ მომართოს და ყველანაირი ორგანიზმები დახოცოს.

როგორც ჩანს ეს თარიღიც გადადებული კატასტროფების რიხვს ეკუთვნის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.