შეჯახება გარდაუვალია

 მეცნიერთა თქმით, როცა გაზურმტვროვანი ღრუბელი ხვრელის ახლო გარემოში აღმოჩნდება, ეს მოვლენა კი 2013 წელს მოხდება, ის აუცილებლად მუდამ მშიერი შავი ხვრელის მიერ იქნება შთანთქმული.

 ასტროფიზიკოსი სტეფან ჯილესენი უკვე ოცი წელია ირმის ნახტომის ცენტრს იკვლევს. ამ დროის განმავლობაში მან მხოლოდ ორი ვარსკვლავი დააფიქსირა, რომლებიც მშვილდოსნის A-სთან ისე ახლოს მივიდნენ, როგორც ზემოთ ხსენებული ღრუბელი.

 ”ცალკეული ვარსკვლავები, რომლებმაც ხვრელთან ახლოს გაიარეს, ხელუხლებელნი დარჩნენ, ამ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად იქნება, გაზურმტვროვანი ღრუბლისთვის ეს ტრაგიკული შედეგებით დამთავრდება” – ამბობს სტეფან ჯილესონი.

 სავარაუდოდ, ღრუბელი ხვრელს მინიმალურ მანძილზე 2013 წელს მიუახლოვდება – 36 სინათლის საათი(40 მლრდ. კმ.). სიჩქარე, რომელიც 8 მლნ. კმ/სთ-ზე მეტია, ბოლო 7 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ხვრელის გრავიტაციული ზემოქმედებიდან თავის დაღწევას ღრუბელი ვერ შეძლებს. მიახლოებასთნ ერთად ის შეკუმშვას დაიწყებს, გარე წნევის მოქმედებით, თუმცა აჩქარებას გააგრძელებს. ამის მერე მიზიდულობის ძალის მოქმედებით ის თავის ორბიტაზე გაიწელება და ნაწილაებად იქნება დახლეჩილი ხვრელის მიერ. ამ მომენტისთვის უკვე შეიმჩნევა, როგორ წყდება გაზურ ღრუბელს კიდეები.

 ჯერჯერობით შავი ხვრელების დანახვა შეუძლებელია, მათი გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მისი გადაძლევა ფოტონებსაც კი არ შეუძლიათ. ასტრონომებს მხოლოდ იმის  დანახვა შეუძლიათ, თუ რა ხდება, როცა მატერია ხვრელში ხვდება. ზოგიერთი აქტიური ხვრელის(კვაზარი) ახლო რეგიონები იმდენად ელვარეა, რომ მათი დანახვა სამყაროს შორეულ წერტილებშიც კი არის შესაძლებელი.

 ამ მოვლენის დანახვას მეცნიერები მოუთმენლად ელიან. ხვრელთან მიახლოებასთან ერთად ღრუბელი სითბოს გამოსხივებას დაიწყებს, შემდეგ კი რენტგენის სხივებს. ხვრელის ნათება უფრო ელვარე გახდება, ამის დანახვა ორბიატლური და მიწაზე არსებული ტელესკოპებითაც იქნება შესაძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.