სადილი შავი ხვრელისათვის

 ყველაზე დიდმა ტელესკოპმა(VLT, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) დააფიქსირა ღრუბელი, რომელიც შავი ხვრელისკენ მიქრის. ხსენებული გაზური ღრუბლის მასა დედამიწისაზე რამდენიმეჯერ მეტია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაიმზირება ზემასიურ შავ ხვრელთან ახლოს მისული და შთანთქმისათვის განწირული გაზურ-მტვროვანი ღრუბელი.

 20 წლიანი პროგრამის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპით, ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის გარშემო ვარსკვლავების მოძრაობაზე ხდებოდა დაკვირვება, ასტრონომთა ჯგუფმა რაინჰარდ ჰენზელის ხელმძღვანელობით, ახალი უნიკალური ობიექტი აღმოაჩინა, რომელიც სწრაფად უახლოვდება ხვრელს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს სამხრეთ ამერიკული ობსერვატორია. ყველაზე დიდი ტელესკოპი.

 ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ ობიექტის სიჩქარე ორჯერ გაიზარდა, ის საათში 8 მილიონ კილომეტრს გადის. გაწელილ ორბიტაზე მოძრაობისას, 2013 წელს ღრუბელი ხვრელს 40 მილიარდი კილომეტრის დისტანციაზე ჩაუვლის, ანუ 36 სინათლის საათი. ასტრონომული მასშტაბებით ეს ზემასიურ ხვრელთან საკმაოდ ახლოს მისვლად ითვლება.

 ამ ობიექტის ტემპერატურა 280 გრდუსია ცელსიუსით და ძირითადათ წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. ეს არის დედამიწაზე სამჯერ მძიმე, იონიზირებული გაზის ღრუბელი. ღრუბელი მეზობელი ვარსკვლავების ულტრაიისფერი გამოსხივების ხარჯზე ანათებს, ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ნაწილი ხომ ვარსკვლავებითაა გადავსებული.

 ღრუბლის სიმკვრივე ხვრელის შემომფარგლავ გაზზე გაცილებით მაღალია. თუმცა, რაც უფრო მიუახლოვდება იგი ”მშიერ მხეცს”, გაძლიერებული შიდა წნევა გაზის შეკუმშვას გამოიწვევს. ამასთან ერთად, ხვრელის უზარმაზარი გრავიტაციული მიზიდულობა(ის მზეზე ოთხ მილიონჯერ მასიურია) ობიექტის აჩქარებას და ხვრელის გარშემო, ორბიტის გასწვრივ გაწელვას გააგრძელებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.