პირველი ახალი ინსტრუმენტი ”ჯეიმს ვებისთვის”

 კოსმოსური ფრენების ცენტრში ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტელესკოპის ”ჯეიმს ვების” პირველი ახალი ინსტრუმენტი მიიტანეს. შუა-ინფრაწითელი სპექტრის ინსტრუმენტი MIRI უკვე გოდარდის სახელობის ცენტრშია (გრინბელტი, მერილენდი). მისი დახმარებით ასტრონავტები შორეული კოსმოსისა და ცივი ობიექტების უფრო დეტალურ კვლევას შეძლებენ.

 ამჟამად ინსტრუმენტმა ტესტირება უნდა გაიაროს. ეს ოთხიდან ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპზე დაყენდება (James Webb Space Telescope).

 ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსური ტელესკოპების მომავალ თაობას წარმოადგენს, მანჰაბლი” უნდა შეცვალოს. ობსერვატორიის გაშვება, რომლის ღირებულება 8,8 მლრდ. დოლარს შეადგენს, 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. მეცნიერთა თქმით, უები – მძლავრი ინსტრუმენტია, მისი დახმარებით ასტრონომები ყველა მონაცემის ერთად თავმოყრას შეძლებენ – როგორ ვითარდებოდა სამყარო დიდი აფეთქების მერე, როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა.

 შუა-ინფრაწითელი სპექტრის ინსტრუმენტი (MIRI) რეზერფორდ-ეპლტონის (Rutherford Appleton Laboratory (RAL)) ლაბორატორიაში იქნა აწყობილი, მეცნიერული და ტექნიკური გადაწყვეტილებების საბჭოს (STFC) ხელმძღვანელობით(დიდი ბრიტანეთი). ინსტრუმენტის შექმნაზე ათი ევროპული და ა.შ.შ-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიები მუშაობდნენ (NASA’s Jet Propulsion Laboratory).

 MIRI-ს მეცნიერული კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი ჯორჯ რაიკე ამბობს: ” MIRI – ვების პირველი ინსტრუმენტია, რომელიც საერთაშორისო დონეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად შეიქმნა”. ფრენების ცენტრში ის ჯერ კიდევ 29 მაისს გაიგზავნა, თუმცა ნასამ ამის შესახებ მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში გამოაცხადა.

 ნასას განცხადებით, ინსტრუმენტის დეტექტორები იმდენად მგრძნობიარე იქნება, რომ ისინი შედარებით ცივი ვარსკვლავების დანახვას შორეულ გალქტიკებშიც კი შეძლებენ. ის ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების ფორმირების მოწმე იქნება, მოძებნის მტკიცებულებებს სხვა ვარსკვლავებთან პლანეტების ფორმირების შესახებ, გადაიღებს ფოტოებს და შეაგროვებს მონაცემებს პლანეტებზე, კომეტებზე და კოსმოსურ მტვერზე მზის სისტემის შორეულ რეგიონებში.

 ”MIRI დაგვეხმარება გავიგოთ, რა არის იმ ზღვარის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ” – ამბობს პროექტის ერთ-ერთი წევრი მაიკლ რესლერი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.