უცნაური მეტეორიტი დიდი ბრიტანეთის თავზე

 ექსპერტთა აზრით, ეს უფრო, რაკეტა-მატარებლის ნარჩენი საფეხური უნდა იყოს, ვიდრე მეტეორიტი. ობიექტი დედამიწის ატმოსფეროში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შემოვიდა. ეს კი არაბუნებრივია, რადგან ხელოვნური კოსმოსური აპარატები დედამიწის ბრუნვის მიმართულებით მოძრაობენ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით.

 თვითმხილველთა თქმით, მთლიანობაში, ცაზე შვიდი ფრაგმენტი გამოჩნდა. მათ შორის ყველაზე ელვარე, რომელიც წინ მიფრინავდა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტოლფასი სიკაშკაშით ანათებდა. დანარჩენები მას მიჰყვებოდნენ და ნარინჯისფერ-მოყვითალო კვალს ტოვებდნენ.

 ასტრონომთა თქმით, ამერიკის თანამგზავრებზე სამეთვალყურო სისტემის მონაცემებში და არც რაიმე სხვა წყაროებში თანამგზავრის ატმოსფეროში შემოსვლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის.

 ასტრო-მოყვარული ტონი ბერესფორდი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთით მოძრაობა იმას ნიშნავს, რომ ამ ობოექტს რეტროგრადული ორბიტა უნდა ჰქონოდა, 126 გრადუსიანი დახრილობით. ასეთი თანამგზავრები ძალიან მცირე რაოდენობითაა და ყველა მათგანი აღრიცხვაზეა აყვანილი.

http://www.youtube.com/watch?v=Zpbyb_-QPI0

http://www.youtube.com/watch?v=YTHYjzQTavI

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *