ცრუ მეთანმა ეკზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობა გამორიცხა

 მეთანისა და მისი შენაერთების არსებობას, ტრადიციულად პლანეტაზე შესაძლო სიცოცხლის ნიშნად განიხილავენ, რადგან ის ნიადაგის ბაქტერიათა ცხოველმოქმდების პროდუქტი შეიძლება იყოს.

 იგივე მარსული მეთანი, მისი აღმოჩენა მკვლევარებს გარკვეულ იმედს აძლევს. არის კი ეს გაზი ნამდვილად „სიცოცხლის სიმპტომი“?

 ითვლება, რომ მეთანის დიდი რაოდენობა დედამიწისმაგვარ პლანეტებზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების ხარჯზე უნდა გროვდებოდეს. ამ თვალსაზრისით გარკვეული იმედები სატურნის თანამგზავრ ტიტანთან დაკავშირებითაც არსებობს. მისი ზედაპირის ტემპერატურა სულ რაღაც 94 გრადუსით მეტია აბსოლუტურ ნულზე(-1790С). თხევადი წყლის ტბები არა, მაგრამ თხევადი მეთანის ტბები იქ ნამდვილად არის.

 ეიმსის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა კრის მაკკეიმ და ჰიტერ სმიტმა საერთაშორისო კოსმოსური უნივერსიტეტიდან შეძლეს თეორიულად დაემტკიცებინათ, რომ ტიტანის ზედაპირზევე შეიძლება არსებობდნენ ცოცხალი მიკროორგანიზმები! მათი აზრით, ტიტანის ატმოსფერული მეთანის ნაწილი ბაქტერიების მეტაბოლიზმის პროდუქტია.

 ექსპერტთა ვარაუდით, ტიტანზე განსაკუთებული ფორმის „მეთანური“ სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ისინი დედამიწელებისგან სრულიად განსხვავებულნი იქნებიან…

 ასეთი მეთანური სოცოცხლის მტკიცებულებები თითქოს მარსზეც უნდა იყოს. მეთანი იქ შედარებით თბილ ადგილებში გვხვდება, ან თბილ სეზონებზე(მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევსარსფეროში ზაფხულობით). თუმცა, არანაირი ბაქტერიები ჯერჯერობით მარსე არ ჩანან. არსებობს ვარაუდები, რომ მარსმავლებს უვე შეხვდნენ ადგილობრივი ბაქტერიები და „ამოცნობის“ მერე მათ ისინი გაანადგურეს, რადგან მიწიერები ეგონათ.

 ამასთან ერთად, გაირკვა, რომ ნახშირბადით მდიდარი მიკრომეტეოროიდები ასტეროიდული სარტყლიდან, სადაც ნახშირბადიანი ციური სხეულები დომინირებენ, მარსის ატმოსფეროში წვის დროს, მას მეთანის წარმოსაქმნელად საჭირო კომპონენტებით ამარაგებენ, რაშიც მონაწილეობას თხელ მარსულ ატმოსფეროში ადვილად შემავალი ულტრაიისფერი გამოსხივება იღებს. მიუხედავად ამისა, მათ მიერ მარსზე მიტანილი მეთანის რაოდენობა უკიდურესად მცირეა. თან, გაუგებარია, რატომ არის მარსს ზემოდან მეთანის კონცენტრაცია ასეთი არაერთგვაროვანი.

 მართალია, ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გეოლოგი რიჩარდ კორტი, მარსზე აპარატების გაგზავნა მაინცაა შესაძლებელი, ხოლო ეკზოპლანეტებთან დაკავშირებით კი ყველაფერი გაცილებით რთულადაა. „ეს პრობლემასთანაა დაკაშირებული, რადგან ეკზოპლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენა შორიდან დაკვირვებებზეა დამოკიდებული(მათი ატმოსფეროების სპექტროსკოპული ანალიზით), ისევე, როგორც მეთანი აღმოაჩინეს მარსზე“ – ამბობს კორტი.

 საქმე იმაშია, რომ ბევრმა ვარსკვლავურმა სისტემებმა პლანეტების მიკრომეტეოროიდებითა და უფრო დიდი ზომის ციური სხეულებით ბომბარდირების აქტიური ეტაპები გადაიტანეს. ამას ვერც ჩვენი მზის სისტემა გადაურჩა. მაგალითად, თუ ახლა დედამიწაზე წელიწადში 40 000 ათასი ტონა მეტეორიტული ნივთიერება ცვივა, მარსზე კი – 12 000 ტონა, გვიანდელი მძიმე ბომბარდირების დროს ეს რიცხვი, სხვა და სხვა შეფასებებით, ახლანდელს 1-10 ათასჯერ აჭარბებდა. ასეთნაირად, 100 მილიონი წლის განმავლობაში ბომბარდირებით დედამიწაზე დაახლოებით 33 ტრილიონი ტონა მიკრომეტეორიტი ჩამოცვივდა, მარსზე – 1,7 ტრილიონი ტონა. რიჩარდ კორტის თქმით, ყოველივე ამას იმდენი რაოდენობის მეთანი შეეძლო წარმოექმნა, რამდენიც დედამიწის ტიპის პლანეტაზე შეიძლება იყოს, სადაც ნამდვილად არის სიცოცხლე.

 ამასთან დაკავშირებით ტერმინიც კი გაჩნდა „ცრუ მეთანი“. იგულისმება მეთანი, რომელსაც ცოცხალ ორგანიზმებთან კავშირი არა აქვს. ასეთი ეფექტი ვარსკვლავ გლისე 581-თან დაფიქსირდა, სადაც ერთდროულად აღმოჩნდნენ „სუპერდედამიწაც“ და დისკოც მცირე ზომის ციური სხეულებით. ამ სისიტემაში ნაპოვნი პლანეტების ზედაპირების ტემპერატურა -1790С უნდა იყოს, ზონაში 0,63 და 1,66 ასტრონომულ ერთეულებს შორის. თხევადი მეთანის ფუძეზე ასეთი სიცივის პირობებში სიცოცხლე შესაძლებელია.

 ამასთან ერთად „მეთანური“ სამყაროები მზისმაგვარ ვარსკვლავებთანაც არსებობენ, ტიტანიც ხომ მზის სისტემაში მდებარეობს… „ტიტანელებს“ და სხვა „მეთანური“ სამყაროების არსებებს ჟანგბადის მაგივრად წყალბადით, აცეტილენით და ეთანით სუნთქვა შეუძლიათ, ნახშირორჟანგის ნაცვლდ მეთანის ამოსუნთქვით. ამით მათი არსებობის „გამოთვლა“ პლანეტის ზედაპირთან წყალბადის, აცეტილენის და ეთანის რაოდენობის შემცირებით შეიძლება. ეს სასიცოცხლო პირობების კრიტერიუმების დამატებად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ, როცა მეთანის უბრალოდ არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პლანეტაზე ვიღაც ცხოვრობს, თუნდაც მიკროორგანიზმები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.