გამოქვაბულნავტები და სიცოცხლის ახალი ფორმა

 ექვსდღიანი მისია CAVES, რომელიც მიწის ქვეშ მიმდინარეობდა, დასრულდა და ასტრონავტები ზედაპირზე უსაფრთხოდ ამოვიდნენ.

 შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, ექვსი ასტრონავტი, რომლებიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტში მონაწილეობდნენ, მიწის ქვეშ ჩავიდნენ, ერთ-ერთ გამოქვაბულში, რომელიც ლეგანდარულ კუნძულ სარდინიაზე(იტალია) მდებარეობს. გამოქვაბულში ჩასვლით ასტრონავტები მომავალი ფრენისათვის ემზადებიან, რადგან პირობები, რომლებიც მიწის სიღრმეებში მეფობენ ძალიან ჰგვანან კოსმოსური სივრცის პირობებს: ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებები, დღის შუქის არ არსებობა, სენსორული დეპრივაცია და სხვა.

 CAVES(„ერთობლივი თავგადასავალი განხორციელებისა და შეფასებისთვის“), ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტია, გამიზნული ასტრონავტების მიწის ქვეშა ვარჯიშებისათვის, რეალური კოსმოსური ფრენების წინ.

 წელს მისია CAVES-ი წარმატებით დასრულდა. მასში სხვა და სხვა ქვეყნების კოსმოსური სააგენტოების ასტრონავტები იღებდნენ მონაწილაეობას: მაიკლ ფინკე და დრიუ ფიუსტელი( NASA), დევიდ სენ-ჟეკი(კანადა), ნიკოლაი ტიხონოვი(როსკოსმოსი), სოიჩი(იაპონია), ანდრეას მოგენსენი(დანია, ESA).

 ზედაპირზე ამოსულ „გამოქვაბულნავთა“ თქმით – „ჩვენ მართლაც ფანტასტიური და ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღეთ“.

 „ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ და ერთმანეთიც უკეთ გავიცანით, შევიმუშავეთ კოლექტიური ქმედების ვარიანტები ექსტრემალური მდგომარეობის დროს. ეს კი მომავალი რეალური კოსმოსური ფრენებისათვის საუკეთესო მომზადებაა“ – ამბობს პროექტ CAVES ერთ-ერთი მონაწილე(მარს-500; უჟანგბადოდ მცენარეებთან ერთად).

 სამწუხაროდ, ეს შორეული პლანეტის ბინადარი არ არის და არც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაჩენილი სიცოცხლის ახალი ფორმაა. აქამდე უცნობი არსება ასტრონავტებმა პროგრამა CAVE-თი მიმდინარე სწავლებების დროს აღმოაჩინეს.

 ასტრონავტებმა მიწისქვეშა გამოქვაბულის წყალსატევთან ექვსი სატყუარა განათავსეს(4 სტაციონარული, 2 მობილური), რათა იქაური ფაუნის მცხოვრებნი მიეზიდათ. მეცნიერები-სპელეოლოგები ასეთ შემთხვევაში სატყუარას სამი კვირით ტოვებენ, თუმცა ასტრონავტებს სამჯერ ნაკლები დრო ჰქონდათ. ამიტომ მათ ”განსაკუთრებით მყრალი, გახრწნილი ღვიძლისა და ყველის სატყუარა გამოიყენეს”, ამბობს პაოლო მარსია, კვლევითი პროგრამის ბიოლოგიური მხარის შემმუშავებელი.

 განსაკუთრებით იშვიათი ნიმუშები, რომლებიც ”განსაკუთრებულ” მენიუს დახარბდნენ, სპირტში მოათავსეს და ზედაპირზე ამოიტანეს. უფრო დეტალური ანალიზით დადგინა, რომ ”ანკესზე” კობოსმაგვართა ახალი სახე წამოეგო, რომელიც იზოპოდების ქვეჯგუფს ეკუთვნის.

 ეს არსებები, ბევრ სვა კობოსმაგვართაგან განსხვავებით, ხმელეთზე ცხოვრებას შეეჩვიენ. თუმცა ასტრონომებმა შეძლეს აღმოეჩინათ ტიპი, რომელიც წყალში ცხოვრების წეს დაუბრუნდა და ამით ევოლუციური წრე შეკრა. მეცნიერებისთვის ცნობილი წყალში მცოხვრები კობოსმაგვარები უფრო პრიმიტიულები არიან, ვიდრე ხმელეთზე მცხოვრებნი. ეს საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ აღმოჩენილი არსება შემდეგი ევოლუციური ნაბიჯია და არა წინა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.