ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!

 სავარაუდოდ, გალაქტიკათა უმრავლესობის ცენტრში, თუ ყველა სპირალური გალაქტიკის ცენტრში არა, არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც ზემკვრივი მატერიის თავმოყრის ადგილია და მასით ასეულობით მილიონჯერ, მილიარდჯერაც კი აღემატება მზის მასას.

 მშვილდოსნის A*, ჩვენი გალქტიკის ცენტრში, სავარაუდოდ სწორედ ზემასიური შავი ხვრელია, რომლის ცენტრალური ობიექტის მასა 4,3 მილიონი მზის მასას უტოლდება.

 ასტრონომებმა, გამოიყენეს რა მაკ დონალდის ობსერვატორიის ტელესკოპი ჰობი-ებერლი, აღმოაჩინეს, რომ პატარა გალაქტიკა NGC 1277-ის ზემასიური ხვრელი ყველაზე მასიურია აქამდე ცნობილთა შორის და 17 მილიარდი მზის მასას უტოლდება. ის პერსევსის თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ხვრელის მასა გალქტიკის საერთო მასის 17% შედადგენს(ჩვეულებრივი ხვრელების შემთხვევაში 0,1%).

 კარლ გებჰარდტი ტეხასის უნივერსიტეტიდან ოსტინში აღნიშნავს:”ეს საკმაოდ უცნაური გალქტიკაა. ის პრაქტიკულად მთლიანად ერთ ზემასიურ ხვრელს წარმოადგენს. ეს ალბათ პირველი ობიექტია გალაქტიკა-შავი ხვრელის ახალი კლასიდან”.

 კვლევის ხელმძღვანელია რემკო ვან დენ ბოშა მაქს პლანკის საზოგადოების ასტრონომული ინსტიტუტიდან ჰაიდელბერგში(MPIA).

 თუმცა წინა დაკვირვებებმა, რომელბიცჰაბლით” ჩატარდა, NGC 1277-ში ხვრელი ვერ გამოავლინა, ეს ჰობი-ებერლის ტელესკოპით მოხერხდა, როცა მეცნიერები გალქტიკებისა და მათი ცენტრალური ხვრელების ურთიერთშეფარდებას სწავლობდნენ. გალქტიკის ფოტოების ანალიზის მერე, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ეს ხვრელი მატერიის უზარმაზარ რაოდენობას შეიცავს – დაახლოებით 17 მილირდი მზის მასა.

 კარლ გებჰარდტი:”ხვრელის მასა მოსალოდნელზე გაცილებით მეტია”.

 მთლიანობაში ვან დენ ბოშამ თავის კოლეგებთან ერთად 700-მდე გალაქტიკა შეისწავლა, რომელბიც ირმის ნახტომთან შედარებით ახლოს მდებარეობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.