ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები

 ჩვეულებრივ, გალაქტიკებთან ერთად(როგორიც ჩვენია) სამყაროში ჯუჯა გალქტიკათა დიდი რაოდენობაა.

 განსაზღვრების მიხედვით, ჯუჯა გალაქტიკები, მცირე ზომის გალაქტიკებია, რომლებიც სულ რაღაც ერთეული მილიარდი ვარსკვლავისგან შედგება. შედარებისთვის, ჩვენი გალაქტიკა – ირმის ნახტომი, თავის თავში 200-დან 400-მდე მილიარდ ვარსკვლავს ითვლის.

 ჩვეულებრივი დიდი გალქტიკებისგან განსხვავებით, ჯუჯა გალქტიკები ერთმანეთისგან „ზედაპირული“ სიკაშკაშით განსხვავდება.

 პირველი ჯუჯა გალაქტიკები ამერიკელმა ასტრონომმა შეფლი ჰარლოუმ წინა საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს, სამხრეთ პოლუსის მახლობელი ტერიტორიიდან აღმოაჩინა. ჯუჯა გალაქტიკების მასიური აღმოჩენა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმიცდაათიან წლებში ცის დამზერა მაუნთ-პალომარის ობსერვატორიიდან 120 სანტიმეტრიანი შმიდტის ტელესკოპით ჩატარდა. როგორც გაირკვა, ჯუჯა გაალქტიკები ყველაზე უფრო გავრცელებული გალაქტიკებია სამყაროში.

 ელვარე მოცისფრო ჯუჯა გალაქტიკა NGC 5253 და მისი კაშკაშა ვარსკვლავური გროვა კენტავრის თანავარსკვლავედში. ის დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზე მდებარეობს და ადგილობრივი ჯგუფის ჯუჯა გალაქტიკებს ეკუთვნის.

 ჩვენი გალქტიკის მახლობლად, ჯუჯა გალქტიკების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, ირმის ნახტომის გარშემო ბრუნავი მინიმუმ 14 ჯუჯა გალქტიკა. არსებობს კიდევ უფრო პატარა გალქტიკა-ჰობიტები, რომლებშიც ასეულობით ათასი ვარსკვლავია, მათ, გარდამავალი ადგილი უჭირავთ ჯუჯა გალქტიკებსა და ვარსკვლავურ გროვებს შორის. ასეთობის ერთად-ერთი ნამდვილი კანდიდატია გალქტიკა – ლომის T, მისი მასა 50 000 მზისას უტოლდება, რაც ჯუჯა გალქტიკისათვისაც კი ძალიან ცოტაა.

 ჯუჯა გალქტიკებს შემდეგ ტიპებად ყოფენ:
1)   ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა(dE).
2)   ჯუჯა სფეროიდალური გალქტიკა(dSph) – დაბალი ელვარებით.
3)   ჯუჯა უფორმო გალაქტიკა(dIr) – აქვს წყვეტილი სტრუქტურა.
4)   ჯუჯა კომპაქტური ცისფერი გალქტიკა(dBCG ან BCD) – აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით.

 ულტრაკომპაქტური ჯუჯა გალქტიკა((UCD) – ძალიან კომპაქტური გალქტიკების კლასი, შეიცავს 108-მდე ვარსკვლავს, ზომებში 50 პარსეკი (163 სინათლის წელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.