ირმის ნახტომი ალყაშია

 კაცობრიობის ცოდნა სამყაროს შესახებ ჯერ ისევ ზედაპირულია. აი, პასუხი კითხვაზე, სად ვართ ჩვენ? ირმის ნახტომში, გიგანტური ბლინის ფორმის წარმონქამნი სპირალური მკლავებით, რომელშიც 100, 200 თუ 300 მილიარდი ვარსკვლავი და უფრო მეტი პლანეტაა. მაგრამ, სად მდებარეობს თვითონ ირმის ნახტომი?(ras.org.uk).

 ახლოს მდებარე (2,4 მლნ. სინ. წელი) სპირალურ ანდრომედასთან ერთად, ირმის ნახტომი გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში შედის. ამ უკანასკნელის 50-მდე წევრი ერთმანეთთან გრავიტაციით არის დაკავშირებული. ადგილობრივი ჯგუფის ზომა 3 მლნ. სინათლის წელია, თუმცა მის გარეთ არსებული ”მოსახლეობისა” და ახლო მეზობლების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი.

irmis alka 1
ჩვენი გალაქტიკის უახლოესი 20 მილიონი სინათლის წლის ზომის სივრცეში მოიძებნება რიგი ელვარე გალაქტიკები, რომლებიც რგოლს წარმოქმნის, რგოლის ცენტრში კი ირმის ნახტომია.

 ასტრონომმა მარშალ მაკკალიმ, იორკის უნივერსიტეტიდან (კანადა), ამ სიცარიელის შევსება გადაწყვიტა. მის ნამუშევარში, ჩვენიდან 35 მილიონი სინათლის წლის სივრცეში მდებარე ყველა ელვარე გალაქტიკა შედის.

 ”ყველა ელვარე გალაქტიკა 20 მლნ. სინათლის წლის რადიუსში, ჩვენის ჩათვლით, ”ადგილობრივ ფურცლზე” არის ორგანიზებული, დიამეტრით 34 მლნ. სინ. წელი და სიგანით 1,5 მლნ. სინ. წელი. ირმის ნახტომი და ანდრომედა, 12 დიდი გალქტიკით არის გარშემოტყმული, ისინი 24 მლნ. სინ. წლის ზომის რკალზე არიან გამწკრივებული” – ამბობს მაკკოლი.

 ”ადგილობრივი ფურცლის” 14-დან 12 გალაქტიკა, ჩვენი და ახლო მეზობლის ჩათვლით, სპირალურებია, გაბრტყელებული დისკოებით. მათში ვარსკვლავთწარმოქმნა ისევ მიმდინარეობს. დარჩენილი ორი – ელიფსური გალაქტიკებია, დასრულებული ვარსკვლავთწარმოქმნელი პრიცესებით. ისინი ხსენებული რგოლის, რომელსაც მაკკოლი ”გიგანტების საბჭოს” უწოდებს, სხვადასხვა მხარეებზე მდებარეობს. მეცნიერთა ვარაუდით, ამ სტრუქტურებიდან ამოსული მატერია, თავის დროზე, ალბათ, ადგილობრივ ჯგუფს კვებავდა, ისეთი დისკების წარმოქნაში ეხმარებოდა, როგორებიც ირმის ნახტომსა და ანდრომედას აქვს.

 ”გიგანტების საბჭოში”, ამბობს მაკკოლი, გალაქტიკების ბრუნვის მიმართულება პატარა რკალის გასწვრივ არის მიმართული. ეს, იგივე ირმის ნახტომისა და ანდრომედას გრავიტაციული ზემოქმედებით შეიძლება იყოს გამოწვეული. მით უმეტეს, რომ ადრე ანდრომედა კიდევ უფრო დიდი იყო, მილიარდობით წლის წინათ, როცა სამყარო გაცილებით პატარა, ხოლო გალაქტიკებს შორის დისტანცია კი მოკლე იყო.

 ამავე დროს, ”გიგანტების საბჭოს” მსგავსი სტრუქტურის წარმოქმნას, მეცნიერი ამ რეგიონში ბნელი მატერიის მაღალ კონცენტრაციას აბრალებს. ის, ჩვეულებრივი მატერიის მიზიდულობით თავმოყრის ცენტრად იქცა, რომლისგანაც მოგვიანებით, გალაქტიკები ჩამოყალიბდა. ბნელი მატერიის განაწილება სამყაროში (სარეცხი) ღრუბლის სტრუქტურას ჰგავს, ბრტყელი ”გვერდებით”, შემომფარგლავი ცარიელი სივრცეებით, და ასტრონომის აზრით, კარგად აღწერს ”ადგილობრივი ფურცლის” წყობას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.