გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა

 ანდრომედას გალაქტიკა(ან ანდრომედა, M31, NGC 224, ანდრომედას ნისლეული) – სპირალური გალაქტიკა, ყველაზე დიდი ადგილობრივ ჯგუფში. ირმის ნახტომტან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი გალაქტიკა. შეიცავს 1 ტრილიონამდე ვარსკვლავს, 2,5-5-ჯერ მეტს, ვიდრე ჩვენი გალაქტიკა. მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში დედამიწიდან 2,52 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ანდრომედას გალაქტიკური სიბრტყე ჩვენს მიმართ 150 კუთხით არის დახრილი, ხილული ზომა მთვარისაზე 8-ჯერ დიდია, თუმცა კარგად მხოლოდ მისი ელვარე ბირთვი ჩანს, ვარსკვლავური სიდიდე +3,4m.

 არაგალაქტიკური ობიექტებიდან ერთ-ერთი, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი. ცაზე მის მოსაძებნად ჯერ პოლარული ვარსკვლავი უნდა ვიპოვოთ(პატარა დათვის α, სინამდვილეში კოვზის ფორმის თანავარსკვლავედის ტარის კიდურა ვარსკვლავი). შემდეგ კი თანავარსკვლავედი კასიოპეია, კასიოპეიაში მისი ყველაზე ელვარე ვარსკვლავი(კასიოპეიას α), თუ ამ თანავარსკვლავედს W-ს ფორმით წარმოვიდგენთ, კასიოპეიას α მეორე ქვედა კუთხეში იქნება). ამის მერე ორ ნანახ ვარსკვლავს შორის წარმოსახვითი ხაზი უნდა გავავლოთ. M31 ამ ხაზზე აღმოჩნდება, ხაზის, კასიოპეიადან გამოსვლისთანავე, გადღაბნილი ელიფსის სახით(ანდრომედას უკვე შევეჯახეთ…; ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა); რენტგენის ულტრაელვარე ობიექტი ანდრომედაში; ანდრომედას წარსულის და მომავალის ვარსკვლავები).

 ადგილობრივი ჯგუფი(აჯ) – გალაქტიკათა გროვა(40-ზე მეტი), რომელსაც ჩვენი გალაქტიკა ეკუთვნის. ეს გალაქტიკები 3 მეგაპარსეკის(დაახლოებით 10 მლნ.სინ.წელი) მოცულობის სივრცეში არიან განაწილებულნი. იმის გამო, რომ M31-ის მასა ნახევარჯერ მეტია ჩვენი გალაქტიკის მასაზე, აჯ-ს მასათა ცენტრი M31-ისკენ არის მიმართული. აჯ-სადმი კუთვნილება არა ყველა გალაქტიკებისთვის არის აშკარა, ამავე დროს არსებობენ აჯ-ს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი გალქტიკებიც. ტერმინი პირველად ედვინ ჰაბლმა გამოიყენა, ადგენდა რა გალქტიკებამდე მანძილებსა და მათ წითელ წანაცვლებებეს.

 აჯ-ს ყველაზე დიდი გალაქტიკები ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა(1) არიან, ყველაზე უფრო მასიური და დომინანტი წევრები. ორივე სპირალურმა გალაქტიკამ თავიანთ გარშემო გალაქტიკა-თანამგზავრების სისტემა შექმნა.

 სისტემა ირმის ნახტომი ბევრ ჯუჯა გალაქტიკას შეიცავს, რომლებიც მთელს ცაზე არიან გადანაწილებულნი, კონკრეტულად: სფეროიდალური ჯუჯა გალაქტიკა მშვილდოსნში, მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები, ჯუჯა გალაქტიკები პატარა დათვის, დრაკონის, Carina(არგონავტების გემის ქვედა ნაწილი, რომელიც მის სიმყარეს უზრუნველყოფს), სექსტანსის, სკულპტორის, Fornax, ლომი I და II, ალბათ ტუკანის ჯუჯაც. 1999 წელს ახალი სფეროიდალური ჯუჯა გალაქტიკა Cetus(ვეშაპი) იქნა აღმოჩენილი. ირმის ნახტომის ქვეჯგუფის წრფივი ზომა 140 კილოპარსეკია(457 ათასი სინ.წელი)(ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები; ჯუჯა გალაქტიკა Antlia).

 ანდრომედას ნისლეულის(გალაქტიკის) სისტემა, ანდრომედას გალაქტიკის(M31) გარშემოა დაჯგუფებული, შეიცავს მასთან ახლოს მდებარე მაღალი ზედაპირული ელვარების გალაქტიკებს М32 და М110, ასევე უფრო სუსტი და შორეული NGC147 და NGC185, ძალიან სუსტი სისტემები ანდრომედა I, II, III. 1998 წელს დამკვირვებელთა ორმა ჯგუფმა კიდევ 3 სფეროიდალური ჯუჯა გალაქტიკები აღმოაჩინა, შესაძლებელია, M31-ის ქვეჯგუფის შორეული წევრები: პეგასის DEG, კასიოპეიას ჯუჯა და ანდრომედა V. აჯ-ს სიდიდით მესამე – M33(სამკუთხედი; ხიდით გადაბმული გალაქტიკები), რომელიც ანდრომედასთან გრავიტაციით დაკავშირებული კომპანიონი შეიძლება არც იყოს,  მას თვითონაც ჰყავს ჯუჯა თანამგზავრი LGS 3.

 ზოგიერთი წევრი რომელიმე მთავარ ქვეჯგუფს არ უკავშირდება და სრულიად თავისუფლად მოძრაობს გიგანტური ჯგუფების წევრთა გრავიტაციულ ველში. ჯგუფის ქვესტრუქტურები არასტაბილურია. დაკვირვებები და გამოთვლები საფუძველს იძლევიან ვივარაუდოთ, რომ ჯგუფი ძალიან დინამიურია და წარსულში სახეცვლილებებს განიცდიდა: გალაქტიკები დიდი გალაქტიკის მაფეი 1-ის გარშემო, როგორც ჩანს, ერთ დროს ჩვენი გალქტიკის ჯგუფის წევრები იყვნენ. აჯ არ არის იზოლირებული, ის უახლოეს გალაქტიკურ ჯგუფებთან გრავიტაციულ ზემოქმედებაში იმყოფება, ახდენს წევრების გაცვლას.

 იმის გამო, რომ ჩვენი გალაქტიკა ცის გამოსხივების ნაწილს შთანთქავს, ჯუჯა თანამგზავრების აღმოჩენები ახლაც ხდება, დაბალი გალაქტიკური კოორდინატებით(ანუ ჩვენი გალაქტიკის ეკვატორულ სიბრტყესთან ახლოს, სადაც მტვრის უამრავი რაოდენობაა). სხვებს ექსტრემალურად დაბალი ზედაპირული ელვარება(LSB) აქვთ, მათი დანახვა, ასტროფიზიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მოხერხდა. ასე რომ, ადგილობრივი ჯგუფის ახალი გალაქტიკების აღმოჩენებს მომავალშიც უნდა ველოდოთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.