ირმის ნახტომი შიგნიდან გარეთ ფორმირდებოდა

 ძალიან დიდი ტელესკოპით მიღებული მონაცემების გამოყენებით, მეცნიერთა ჯგუფმა ჯერი გილმორის ხელმძღვანელობით(კემბრიჯი, ბრიტანეთი) დაადგინა, რომ გალაქტიკურ დისკოში ქიმიური ელემენტების განაწილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი გალაქტიკა თავდაპირველად ბირთვთან ახლო რეგიონებში იწყებდა ფორმირებას, მხოლოდ ამის შემდეგ გაფართოვდა ყველა მიმართულებით(Astronomy and Astrophysics).

 მასიური ვარსკვლავები, რომლებიც მძიმე ელემენტების წყაროები არიან, მათ შორის მაგნიუმისაც, ზეახლად აფეთქების მერე  კოსმოსში მიმოფანტავენ მათ, ამის მერე ვარსკვლავის ევოლუციასაც წერტილი ესმება. ეს ფაქტი დიდი ხანია ცნობილია, თუმცა გალაქტიკის ვარსკვლავებში მაგნიუმის გადანაწილების დადგენა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

 მეცნიერებმა ამჯერად მზიური წრის შიგნით, ანუ გალაქტიკის ნაწილში, რომელიც მზის ორბიტის შიგნით მდებარეობს, არსებული მაგნიუმის რაოდენობა გადაამოწმეს. გაირკვა, რომ იქაური მნათობები გაცილებით მეტ მაგნიუმს შეიცავენ, ვიდრე ამ წრის გარეთ მდებარე ანალოგები.

 ამასთან ერთად, წრის გარე ვარსკვლავები მეტალებით მდიდარიც შეიძლება იყვნენ და პირიქით, ღარიბი, თუმცა მათი საშუალო ასაკი რამდენიმეჯერ მცირეა, ვიდრე წრის შიგნით დაიმზირება, საერთო მაღალი მეტალურობის შემთხვევაშიც მათში ნაკლები მაგნიუმია, ვიდრე მეტალებით ასევე მდიდარი „მზიური წრის“ შგნით მდებარე ვარსკვლავებში.

 ყველაფერთან ერთად, ისიც გაირკვა, რომ გალაქტიკის „ახალგაზრდა თხელ“ დისკოში, ასაკით 8 მილიარდ წლამდე, ყველას ერთმანეთისთვის მსგავსი მეტალურობა ახასიათებთ, მიუხედავად იმისა, 7 თუ 1 მილიარდი წლის არიან ისინი.

 9 მილიარდ წელზე მეტი ასაკის ვარსკვლავებში, რომლებიც გალაქტიკის ე.წ. სქელი დისკოსთვის არიან დამახასიათებელი, მძიმე ლემენტების დიდი რაოდენობით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა დისკოს ორივე ნაწილიში არსებულ ვარსკვლავებს სხვადასხვა ასაკი შეიძლება ჰქონდეთ და ვერ ვიტყვით, რომ „სქე“ და „თხელ“ დისკოებში მხოლოდ ერთი ჯგუფის ობიექტებია არიან თავმოყრილნი.

 უახლოეს მომავალში ამ მონაცემების დაზუსტება კოსმოსური ტელესკოპის – Gaia-ს საშუალებით მოხდება( ირმის ნახტომის ევოლუცია სხვა გალაქტიკების მიხედვით; კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?; ახალი მონაცემები ჩვენი გალაქტიკის შესახებ; ჩვენი გალაქტიკის მადა და სლოანის ტელესკოპი; ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ზუსტი დრო; ირმის ნახტომს ოთხი სპირალური მკლავი აქვს; ჩვენი გალაქტიკის სპირალური მკლავები კოსმოსური ავარიის შედეგად გაჩნდნენ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.