ჩვენი გალაქტიკის მადა და სლოანის ტელესკოპი

 აღმოჩნდა, რომ ჩვენს გალაქტიკას საკმაოდ კარგი მადა აქვს! ირმის ნახტომი პატარა გალაქტიკებსა და ვარსკვლავურ გროვებს რეგულარულად „მიირთმევს“. მისი გრავიტაციული ზეგავლენის ქვეშ რაც უფრო ღრმად ექცევიან ისინი, მით უფრო ღრმად შედიან გალაქტიკის შიგნით. ამ „ღორმულცელობას“ თავისი დადებითი მხარეც აქვს – ყველა შთანთქმული ვარსკვლავი ჩვენი გალქტიკის ნაწილი ხდება.

 ცის სლოანისეული ციფრული დამზერა(SDSS) გალქტიკებისა და ვარსკვლავების გამოსახულებების, მათი სპექტრული ანალიზის მაღალტექნოლოგიური პროექტია, რომელიც ობსერვატორია აპაჩი-პოინტის(ნიუ-მექსიკო) 2,5 მეტრიანი ფართოკუთხიანი ტელესკოპით ხორციელდება. პროექტს სახელი ბიზნესმენისა და მეცენატის ალფრედ პ. სლოუნის საპატივცემულოდ შეარქვეს.

 SDSS-მ სტარტი 2000 წელს აიღო, მაშინ მთლიანი ცის მეოთხედის კარტოგრაფირება ჩატარდა. ამოცანა გლობალური იყო: 100 მილიონამდე ობიექტის გამოსახულებებისა და მათი სპექტრების მიღება. მიღებული მონაცემების ზვავურ ნაკადში გალქტიკების წითელი წანაცვლების საშუალო მაჩვენებელი იყო z=0,1-0,4. კვაზარებისთვის ეს სიდიდე 5-ს უტოლდებოდა, ხოლო მათ შორის რეკორდსმენების წანაცვლება z=6!

 პროექტის მეორე ფაზა 2006 წელს დაიწყო. ჩვენი გალაქტიკის სტრუქტურაზე და მის ვარსკვლავურ შემადგენელზე დაკვირვება სწორედ მაშინ გაძლიერდა, ასევე Iaს ტიპის ზეახალებზეც(პროექტი SEGUE და SSS). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან Ia-ს ტიპის ზეახალებით შორეულ ობიექტებამდე მანძილების დადგენა ხდება. 2008 წელს დაიწყო ფაზა SDSS-III, მისი დამთავრება 2014 წლისთვისაა ნავარაუდევი.

 პროექტი უნიკალური აპარატურითაა აღჭურვილი. მისი 2,5 მ. ფართოკუთხიანი ოპტიკური ტელესკოპი გამსოახულებებს ხუთი ფილტრისაგან( U, G, R, I, Z) შემდგარი ფოტომეტრული სისტემით იღებს. დამზერილი ობიექტები კლასიფიცირდება როგორც წერტილოვანი, ანუ ვარსკლავები(დგინდება მათი ვარსკვლავური სიდიდეები) და წაგრძელებულები – გალაქტიკები.

 ტელესკოპის კამერა 30 CCD ჩიპისგან შედგება, 2048×2048 პიქსელით თითიოეული, მთლიანობაში 120 მეგაპიქსელი. ჩიპები ხუთ რიგადაა განლაგებული, ექვსი ცალით თითოეულ რიგში. ყოველ სვეტს თავისი ოპტიკური ფილტრები გააჩნია. ე.წ. საკუთარი ხმაურის შემცირება მისი 190 კელვინამდე თხევადი აზოტით გაცივებით მიიღწევა.

 შერჩეული ობიექების სპექტროსკოპია გარკვეული მიმდევრობით ხდება: ტელესკოპს 640-მდე სპექტრული ჩანაწერების ერთდროული ფიქსირება შეუძლია, ოპტიკური კაბელებით ალუმინის ფირფიტებზე. ღამის ერთ სეანსზე ექვსიდან ცხრამდე ასეთი ფირფიტა გამოიყენება – ეს მონაცემთა 200 გიგაბაიტია.

 აღსანიშნავია, რომ მთლიანი დამზერის კუთხე 7,5 ათას კვადრატულ გრადუსზე მეტია, გალაქტიკის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მიმართულებით. ამ ხნის განმავლობაში მონაცემები დაახლოებით 2 მილიონ ობიექტზეა მიღებული, 800 ათასზე მეტი გალქტიკის სპექტრები და მონაცემები 100 ათას კვაზარზე. ინფორმაცია ობიექტების პოციზიებისა და მათ შორის მანძლილებზე სამყაროს სტრუქტურულ სურათს იძლევა.

 პროექტ SEGUE-ს ფარგლებში ირმის ნახტომის სამგანზომილებიანი რუკა იქნა შედგენილი, 240 ათასი ვარსკვლავის სპექტრების ჩათვლით(სხივული სიჩქარეებით 10 კმ/წმ.). SEGUE-ს მონაცემები წარმოგვიდგენენ ვარსკვლავების ასაკს, შემადგენელს და მათ განაწილებას გალაქტიკის სხვა და სხვა კომპონენტებს შიგნით. მზიდან 23 კილოპარსეკის მანძილზე ჯუჯა გალაქტიკა SEGUE 1-ის აღმოჩენა(SEGUE 3) პროექტის ერთ-ერთი შთამბეჭდავი აღმოჩენაა, რადგან ეს გალაქტიკა ბნელი მატერიის მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა(1).

 მონაცემების მიღება SDSS-დან, ნებისმიერი რეგიონის გამსოახულება ბუნებრივ ფერებში, საჭირო კოორდანიტების მიცემის მერევე შეიძლება, დილეტანტებისთვისაც(პროგრამა NASA World Wind) და პროფესიონალებისთვისაც. მონაცემთა მერვე გამოშვება DR8 მომხმარებლებისთვის 2011 წელს გამოქვეყნდა: სხვა და სხვა საძებნი ინტერფეისებით ობიექტების გამოსახულებები, გამოსახულებათა კატალოგები, სპექტრები და წითელი წანაცვლების მაჩვენებლებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, დაზუსტდა გალაქტიკების განაწილება და ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა თვისებები, „გამოჭერილი“ იქნა დამზერადი სამყაროს კვაზარები, 2012 წელს შედგა მასიური გაალქტიკებისა და ხვრელების სამგანზომილებიანი რუკა.

 SDSS-III-ის ბოლო აღმოჩენა ირმის ნახტომში შემომავალი ვარსკვლავების ნაკადია, რომელთა მშობელი გალაქტიკა ჩვენმა „გადაყლაპა“. ეს ნაკადი ძალინ ვიწრო და ნამდვილად არაგალაქტიკურია. მას „სამკუთხედის ნაკადი“ უწოდეს, ის გალაქტიკური ცის სახმრეთ ნაწილში აღმოჩენილი პირველი ნაკადია. ასეთი ნაკადები ახლა ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც ჩანან – პატარა გალაქტიკები ირმის ნახტომის მიერ შთანთქმის ფაზაში იმყოფებიან.

 ასეთნაირად დამტკიცდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ წაგრძელებული ობიექტები იერარქიულ სტრუქტურებს შერწყმითა და შთანთქმით ქმნიან, როცა დიდი ფორმირებები პატარა გალაქტიკებისა და ლოკალური ვარსკვლავური გროვების ხარჯზე იზრდებიან. ირმის ნახტომის მსგავსი დიდი გალაქტიკები უზარმაზარ მასებს სწორედ ამ პროცესებით აგროვებენ(გალაქტიკათა ნელი ზრდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.