გალაქტიკებისა და ხვრელების უდიდესი 3D რუკა

სლოანის პროექტის(Sloan Digital Sky Survey) მონაწილე ასტრონომებმა მასიური გალაქტიკებისა და ცნობილი შავი ხვრელების უდიდესი სამგანზომილებიანი რუკა შეადგინეს(SDSS,Astrophysical Journal Supplement Series(ვიდეო).

 რუკა შეიცავს ინფორმაციას მილიონობით გალაქტიკების ადგილსამყოფელის შესახებ და უდიდესია მსოფლიოში(შედარებისთვის, მეორე ახლახანს წარმოდგენილი რუკა მხოლოდ 45 ათას გალაქტიკას შეიცავდა). მიუხედავად ამისა, მასში მხოლოდ მესამედია წარმოდგენილი ინფორმაციისა, რომელიც დასრულებულ სახეს სლოანის პროექტის 6 წლიანი მუშაობის დამთავრების მერე მიიღებს.

 რუკაზე დატანილი ყოველი გალაქტიკა დაახლოებით 100 მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს. ისინი დედამიწიდან 1 დან 6 მილიარდი სინათლის წლის მანძილებზე მდებარეობენ. სამყაროს სამ განზომილებიანი რუკის სანახავად სპეციალური ვიდეორგოლია გაკეთებული(საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე რუკის დამოუკიდებლად დათვალიერება შეუძლებელია). მასში გალაქტიკათა გამოსახულებები დატანილია წერტილებში, რომლებიც მათ სამ განზომილებიან კოოედინატებს შეესაბამება.

 სივრცეში გალაქტიკათა განაწილების ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოსმოლოგიისთვის. არსებული გროვები და გაიშვიათებები გალაქტიკათა განაწილებაში თავის საწყისს ადრეული სამყაროს სიმკვრივეთა ფლუქტუაციებში იღებს. კოსმოგენეზის არსებული მოდელის თანახმად, ისინი ბარიონების აკუსტიკური ტალღებით იქნა გამოწვეული. ამ ფლუქტუაციებს,  ცნობილს რელიქტური გამოსხივების(1) მიხედვით, მეცნიერები სიგრძის სტანდარტულ ერთეულად იყენებდნენ, რათა სამყაროს გეომეტრიის ცვლილება დაედგინათ.

 არსებული განსხვავებები ნივთიერებათა სივრცულ განაწილებაში, რომელიც სამყაროს გაჩენის საწყის მომენტებში დაიმზირებოდა, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის მოქმედების გაგების საშუალებას იძლევა.

httpv://www.youtube.com/watch?v=08LBltePDZw

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.