დიდი ფილტრი

 მრავალ თეორიათა შორის, სამყაროში უცხო ცივილიზაციებისა და დედამიწის მსგავსი პლანეტების არსებობის შესახებ, არის კიდევ ერთი თეორია, სახელად ”დიდი ფილტრი”.  დიდი ფილტრი (Great Filter) ეფუძნება ჰიპოთეზას, რომელიც 1996 წელს, რობინ ჰემსონმა, ფერმის პარადოქსის (კოპერნიკის პრინციპი) ამოსახსნელად წამოაყენა. ავტორის აზრით, დამზერად სამყაროში უცხო ცივილიცაზიების ყოფნის ნიშნების არ არსებობა იმაზე მეტყვლებს, რომ სხვა პლანეტებზე მოაზროვნე არსებების გაჩენის ალბათობა, რომელსაც ზოგიერთი სამეცნიერო დისციპლინა ვარაუდობს, ეჭვქვეშ უნდა იქნეს დაყენებული. მეცნიერებისთვის, დღეისათვის უცნობ ფაქტორებს სიცოცხლის ფორმების, ჩასახვისა და განვითარების ალბათობის შემცირება შეუძლია მდგომარეობამდე, რომელზეც მათი არსებობის კვალი, გარეშე დამკვირვებლისთვის იქნება შესამჩნევი.

 ამ კონცეფციამ ”დიდი ფილტრის” სახელი მიიღო, რომელიც კაცობრიობისთვის ან წარსულში არსებობს (თუ ის მოაზროვნე არსებებამდე ცხოველების ევოლუციონირებას უშლის ხელს), ან მომავალში (თუ ის განვითარებული ცივილიზაციის თვითგანადგურების მაღალ ალბათობაში მდგომარეობს). ასეთი განსჯიდან გამომდინარეობს კონტრ-ინტუიტიური დასკვნა იმის შესახებ, რომ რაც უფრო ადვილი იყო ჩვენი ევოლუცია დღევანდელ დღემდე, მით ნაკლები შანსი აქვს კაცობრიობას მომავალში.

 რობინ ჰენსონის ვარაუდით, ჩვენს სამყაროში არსებობს რაღაც (”ფილტრი”), რაც სიცოცხლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე განვითარებას უშვებს, შესაბამისად, სხვა პლანეტებზე ამ  სიცოცხლის გადასვლასაც აბრკოლებს.

 ბევრს ეს თეორია არც თუ ისე არადეკვატური ეჩვენება, თუმცა, როგორც სხვებს, ამ თეორიასაც აქვს არსებობის უფლება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.