მკრთალი ვარსკვლავთგროვა ჯუჯა გალაქტიკის მახლობლად

 ასტრონომმა რიკარდო მუნიოზმა ჩილედან, იკვლევდა რა ჯუჯა ელიფსურ გალაქტიკას დიდ დათვში, მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა. მან უცნაურად მკრთალი სფერული ვარსკვლავთგროვა დაინახა, შემდგარი მხოლოდ 500 ვარსკვლავისგან, როცა სფერული გროვები 100 000-მდე ვარსკვლვას ითვლიან.

 სწოედ ვარსკვლავთა მცირე რაოდენობა ხდის ამ გროვას გაცილებით ბნელს, ვიდრე სხვა ცნობილი სფერული გროვები არიან.

 გროვას ნამდვილად არსებობის გადამოწმების მერე კანადელი, ამერიკელი და ფრანგი ასტრონომების მიერ, მას Muñoz 1 აღმომჩენის საპატივცემულოდ უწოდეს.

 ეს უჩვეულოდ პატარა და მკრთალი სფერული გროვა დიდი დათვის ჯუჯა გალაქტიკის მარჯვნივაა, რაც წარმოდგენილ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ.

 „გროვა წარმოუდგენლად მკრთალია. ეს ხნიერი ვარსკვლლავების(როგორ კვდებიან ვარსკვლავები) თავმოყრის ადგილია, თუმცა არის უფრო ელვარე ვარსკვლავებიც, ისინი გროვას ასე თუ ისე შესამჩნევს ხდიან“ – ამბობს მარლა გეა(Marla Geha) იელის უნივერსიტეტიტად.

 მეცნიერთა თქმით, ეს სფერული გროვა სიმკრთალით უკვე კარგად ცნობილ მსგავს გროვას შეიძლება შევადაროთ – Segue 3, ის 2010 წელს აღმოაჩინეს.

 ორივე გროვა ჩვენი გალაქტიკის ფარგლებში იმყოფება. თითქმის ყველა გალაქტიკა სფერული ვარსკვლავთგროვებითაა გარსშემორტყმული. აღმოჩენილი Muñoz 1, თავდაპირველად დიდი დათვის ჯუჯა გალაქტიკის კუთვნილება ეგონათ, თუმცა დეტალური კვლევის ჩატარების მერე დადგინდა, რომ ის ირმის ნახტომს ეკუთვნის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.