ვარსკვლავების სფერული გროვა M15

 ელვარე სფერულ გროვას – M15, მნათობები, ფუტკრებივით ესევიან. ეს 100 000-ზე მეტი ვარსკვლავისგან შემდგარი სფერო, ჩვენი გალაქტიკის ახალგაზრდობის დროინდელი ნარჩენია. უშორესი წარსულიდან მოყოლებული, გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავს. M15 – ის დანახვა ბინოკლითაც არის შესაძლებელი. გამოირჩევა ვარსკვლავების მაღალი კონცენტრაციით ცენტრში. გროვაში ძალიან ბევრი ცვალებადი ვარსკვლავი და პულსარია. 120 სინათლის წლის ზომის გროვის ეს მკაფიო გამოსხაულება კოსმოსური ობსერვატორიის – „ჰაბლი“, საშუალებით არის გადაღებული. ადვილი შესამჩნევია, თუ როგორ იზრდება ვარსკვლავების კონცენტრაცია პერიფერიებიდან ცენტრისკენ. M15 ჩვენგან 35 000 სინათლის წლითაა დაშორებული, პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით. გროვის ცენტრში  ზემასიური შავი ხვრელი იმალება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.