პულსარის „კერძი“

 პულსარები სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები არიან, ზემკვრივი ნარჩნები მასიური ვარსკვლავებისა, რომლებიც ზეახლებად აფეთქდნენ და რომელთა მაგნიტური პოლუსები ფუკუსირებული რადიაციული ნაკადების წყაროები არიან. როცა პულსარის პოლუსები დედამიწის მიმართულებით ბრუნავენ, ამ იმპულსების დაფიქსირება და ციკლურობის დადგენა შესაძლებელი ხდება. ისინი ელვარე სინათლის იმპულების მასხივებელი შუქურასავით მუშაობენ.

 ჩვეულებრივ, პულსაცია მაღალი სიზუსტით მეორდება. მათი სიხშრის შემცირება, ღერძის გარშემო ბრუნვისა და ენერგიის შემცირებას  ნიშნავს. თუმცა, ზოგჯერ, ბრუნვა გაურკვეველი მიზეზით იცვლება ხოლმე. „კურსიდან აცდენის“ მიზეზების ასახსნელად წარმოდგენილი თეორიები ფენომენს ბოლომდე მაინც ვერ ხსნიან.

 ნამუშევარში, რომელიც Astrophysical Journal-ში გამოსაქვეყნებლად არის მიღებული, ასტრონომებმა პულსარის ბრუნვის ანომალიები რამდენიმეჯერ დააფიქსირეს, 1998 და 2012 წლებში. 2005 წელს, თითქოსდა კარგად შესწავლილი PSR J0738-4042-ის ბრუნვის ინტენსიურობა შეიცვალა, რის გამოც მეცნიერთა ჯგუფმა პოლ ბრუკის ხელმძღვანელობით, ოქსფორდის     უნივერსიტეტიდან, დაასკვნა, რომ პულსარს ასტეროიდი ან აფეთქების მერე დარჩენილი მტვროვანი დისკოს ფრაგმენტი შეეჯახა(კომეტები ვეშაპის თანავარსკვლავედში; უცხო კომეტები, როგორც ჩვენები).

 ვარსკვლავური სისტემის ნამსხვრევები არსებობას აფეთქების მერეც განაგრძობენ – პლანეტები, ასტეროიდები, გაზი და მტვერი, პულსარის გარშემო დაიწყებენ შეგროვებას და დისკოს წარმოქმნიან. პულსარის მიზიდულობის ძალა დისკოში არსებული ნივთიერებების გარკვეულ ნაწილს თავისკენ იზიდავს. ვარდნილ მატერიას კი ბრუნვის უეცარი ცვლილება და გამოსხივების სიგნატურის შეცვლა შეუძლია, სწორედ ასეთი ორი მკაფიო სოგნალი იქნა მიღებული PSR J0738-404-დან 2005 წელს.

 მეცნიერთა გამოთვლით, პულსარის მაგნიტოსფეროში ჩავარდნილი ნივთიერების მასა მილიარდ ტონას უტოლდება. სავარაუდოდ, საშუალო ზომის ასტეროიდი, მაგნიტოსფეროში მოხვედრის მერე, ნაწილებად იხლიჩება და იონიზირდება, როგორც მაგნიტურ ბლენდერში. ასტეროიდის  შემადგენელი დამუხტული ნაწილაკები პულსარის მაგნიტურ ველში ექცევიან, ენერგიას ასხივებენ და ვარსკვლავის კუთხურ მომენტს ან ბრუნვის ინტენსიურობას ცვლიან. ამის ხარჯზე მოხდა პულსაციის ცვლილება, რომელიც მეცნიერებმა შეამჩნიეს.

 2005 წელს გამოჭერილი ასტეროიდი პულსარზე ახლაც ზემოქმედებს და სანამ მისგან მიღებულ მილიარდობით ტონა ნივთიერებას სულ არ „მოინელებს, ეს ზემქომედება მანამდე გარძელდება, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი და პულსარი ძველებურ რიტმს დაუბრუნდება.

 არსებობენ სხვა ფაქტორებიც, რომლებსაც პულსარის ბრუნვაზე ზემოქმედებაც შეუძლიათ, მაგალითად, ვარსკვლავძვრა(მაგნეტარი, რომელმაც ბრუნვა გადაიფიქრა; „ვარსკვლავძვრა“), თუმცა ამ შემთხვევაში, ჩატარებული დაკვირვებები ზემოთ ხსენებულ ვერსიას ადასტურებენ. უფრო მეტიც, ასტრონომთა აზრით, ეს პირველი შემთხვევა არა რის, როცა PSR J0738-4042-მა ასტეროიდი გადაყლაპა, იგივე მოვლენა 1992 და 2010 წელსაც მოხდა( პულსარი ცვლადი ხასიათით; ქამელეონი პულსარი; უცნაური პულსარები…; სპრინტერი პულსარი; უცნაური პულსარი; ენერგიული პულსარი კიბოსმაგვარ ნისლეულში; პულსარი არეული პულსირებით; მოულოდნელი ანთება კიბოს ნისლეულში და პულსარი გემინგა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.