ქამელეონი პულსარი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პულსარი PSR B0943+10, გამოსხივების რეჟიმებს იცვლის(Space.com).

 ერთ რეჟიმში, რენტგენის სხივებს ასხივებს, ხოლო მეორეში, რადიოტალღებს(1). ასტროფიზიკოსები ამ ფაქტს ჯერჯერობით ვერაფრით ხსნიან. პულსარი, დედამიწას 3000 სინათლის წლითაა დაშორებული, მისი ასაკი დაახლოებით 5 მილიონი წელია. ვარსკვლავი თავისი ღერძის გარშემო 1,1 წამიანი პერიოდით ბრუნავს.

 პულსარზე დაკვირვება რენტგენში ორბიტალური ”XMM-Newton”-ით ხდებოდა, ხოლო რადიოდიაპაზონში მასზე დაკვირვებას ნიდერლანდებისა და ინდოეთის რადიოობსერვატორიები აწარმოებდა.

 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პულსარი პერიოდულად(ზოგჯერ ნახევარ საათში ერთხელ, ზოგჯერ კი 5-6 საათში) მკვეთრად იცვლის გამოსიხვების ინტენსიურობას. რადიოდიაპაზონში აქტიურობის კლებასთან ერთად იზრდება აქტიურობა რენტგენში და პირიქით.

 ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი გადართვები ვარსკვლავის მაგნიტოსფეროსთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

 პულსარი სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია ძლიერი მაგნიტური ველით. თუ  მისი ბრუნვის ღერძი მაგნიტურ პოლუსებს შორის გამავალ ძალწირებს არ ემთხვევა, მაშინ ასეთ ვარსკვლავებზე დაკვირვების დროს ხდება პულსირებადი გამოსხივების რეგისტრირება, სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ პულსარები(მაგნეტარი; სპრინტერი პულსარი; უცნაური პულსარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.