მაგნეტარი

ნეიტრონული ვარსკვლავი განსაკუთრებულად ძლიერი მაგნიტური ველით(10¹¹ ტესლამდე). თეორიულად მაგნეტრების არსებობა 1992 წელს იწინასწარმეტყველეს, ხოლო მათი რეალურად არსებობის დადასტურება 1998-ში მოხდა, მძლავრი გამა და რენტგენის გამოსხივების რეგისტრირებით, წყაროდან ნომრით SRG 1900+14, არწივის თანავარსკვლავედში.

 მაგნეტარების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა, დაახლოებით 10 000 წელი. ისინი მცირედ შესწავლილი ნეიტრონული ვარსკვლავების ჯგუფს ეკუთვნიან, იმ მიზეზით, რომ არც ერთი მათგანი არ იმყოფება დედამიწასთან ახლოს. მათი დიამეტრი 20 კილომეტრს უტოლდება, თუმცა უმრავლესობის მასა მზისაზე მეტია. მაგნეტარი იმდენადაა შეკუმშული, რომ მისი მატერიის მარცვლისოდენა ნაწილი 100 მილიონ ტონაზე მეტს აიწონის. ცნობილ მაგნეტართა უმრავლესობა ძალიან სწრაფად ტრიალებს, მინიმუმ რამდენიმე ბრუნი წამში. მათი ევოლუციური ციკლი საკმაოდ მცირე ხნით გრძელდება. ძლიერი მაგნიტური ველი 10 000 წლის მერე ქრება, რის შემდეგაც აქტიურობა და რენტგენის გამოსხივება წყდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენს გალაქტიკაში 30 მილიონამდე მაგნეტარი ჩამოყალიბდა მისი არსებობის დღიდან. მაგნეტარები მასიური ვარსკვლავებისგან ფორმირდებიან, 40 მზის ტოლფასი საწყისი მასებით.

მაგნეტარი მხატრვის წარმოსახვაში.

 მაგნეტარების ზედაპირზე წარმოქმნილი დარტყმები უზარმაზარ რხევებს იწვევენ მთლიანად ვარსკვლავში, ასევე ველის რხევებიც, რომლებსაც თან ახლავს გამა გამოსხივების დიდი პორციებით გამოფრქვევა. სწორედ ასეთი გამოსხივება დაფიქსირდა 1979,98 და 2004 წლებში. 2007 წლის მაისის მდგომარეობისთვის ცნობილი იყო 12 მაგნეტარი და სამი მაგნეტარობის კანდიდატი.

2004 წლის 27 დეკემბერს დაფიქსირებული გამა ანთება მზის სისტემაში მოვიდა SRG 1806-20-დან. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დედამიწის ატმოსფეროზე ზემოქმედება 50 000 სინათლის წლის მანძილიდან შეძლო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.