უცნაური პულსარი

ანომალურად ნელი პულსარები მეცნიერებს საგონებელში აგდებენ. პულსარი, მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლვია, სხვადასხვა  გამოსხივებების კოსმოსური წყარო – რადიო, ოპტიკური, რენტგენის, გამა… ეს გამოსხივებები დედამიწას პრიოდული ანთებებით(იმპულსებით) აღწევენ. განსხვავებული ტიპის პულსარები განსხვავებული მახასითებლებით გამოირჩევიან.

ზეახლის ნარჩენში არაჩვეულებრივად ნელი რენტგენული პულსარი აღმოაჩინეს. ის ასეთი ტიპის ვარსკვლავისთვის არაბუნბერივად ნელა ტრიალებს. ჩვეულებრივ, პულსარები ღერძის გარშემო ძალიან სწრაფად ბრუნავენ, დროთა განმავლობაში კი კიდევ უფრო უმატებენ სიჩქარეს. როგორც რადიო, ისე რენტგენული პულსარებიც ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავები არიან. რადიოპულსარებისგან განსხვავებით, რომლებიც ბრუნვის ენერგიას გამოსხივებით გასცემენ, რენტგენული პულსარები მეზობელი ვარსკვლავიდან გამოფრქვეული მატერიის  აკრეციის ხარჯზე ასხივებენ, ვარსკვლავისა, რომელიც პულსარის ზემოქმედებით ნელ-ნელა თეთრ ჯუჯად გადაიქცევა. ამით პულსარის მასა იზრდება, იზრდება ინერციის მომენტი და ბრუნვის სიხშირეც, მაშინ, როცა რადიოპულსარები  დროთა განმავლობაში, პირიქით, მუხრუჭდებიან. ჩვეულებრივი პულსარი ერთ ბრუნს რამდენიმე წამიდან წამის მეათედებში აკეთებს, რენტგენული კი ასობით ბრუნს ერთ წამში.

 ნელი პულსარი მაგელანის პატარა ნისლეულში აღმოაჩინეს. ეს ჯუჯა გალაქტიკა, ირმის ნახტომის თანამგზავრია.

 რამდენიმე ტელესკოპით მიღებული მონაცემების გამოყენებით, მეცნიერები იკვლევდნენ პულსარს, რომელიც ზეახლის ნარჩენში ნელი ტეპმით ბრუნავს. აღმოჩნდა, რომ SXP 1062 ეკუთვნის ბინარულ(ორმაგ) სისტემას, რომელშიც ერთი ობიექტი მეორეს ენერგიით იკვებება. ამ პულსარის ბრუნვის პერიოდია 1 ბრუნი 1062 წაში, ის ფაქტიურად რეკორდსმენია ნელ ბრუნვაში.

 მეცნიერთა თქმით, ძალიან ნელი პულსარების აღმოჩენა საკმაოდ რთული საქმეა. მკვლევარებმა ჯერ კიდევ არ იციან ასეთი ანომალურად ნელი ბრუნვის მიზეზი, შესაძლებელია, ის გაჩენისთანავე ნელა ბრუნავდა.

httpv://www.youtube.com/watch?v=VgGXaIU0lTU

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.