ორი ეკზოპლანეტა ვარსკვლავის შიგნით იყო

 მეცნიერებმა პლანეტების ნარჩენები აღმოაჩინეს, რომლებმაც თავიანთ ვარსკვლავში „ჩაყვინთეს“ და გადარჩნენ. ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ტელესკოპმა „კეპლერმა“ შეაგროვა. დადგინდა, რომ KOI 55.01 და KOI 55.02(Kepler Object of Interest – „კეპლერისთვის“ საინტერესო ობიექტი) პლანეტებს წარმოადგენენ. მათი რადიუსები 0,76 და 0,87 დედამიწის რადიუსს უტოლდება, ვარსკვლავის გარშემო ბრუნვის პერიოდები კი – 5,76 და 8,23 საათი შესაბამისად.
 მეცნიერთა თქმით, სისტემის ცენტრალური ობიექტი არის ვარსკვლავი სახელად KIC 05807616, ცხელი სუბჯუჯა – წითელი გიგანტის ნარჩენი, რომელმაც გარე ფენები დაკარგა. მკვლევართა აზრით, გაფართოების დროს გიგანტმა ორი პლანეტა გადაყლაპა, რომლებიც, აგრძელებდნენ რა მოძრაობას თავიანთ ორბიტებზე, ვარსკვლავს შემადგენელი მატერიის მოშორებაში ეხმარებოდნენ.
თავიდან ეს პლანეტები გაზურ გიგანტებს წარმოადგენდნენ, თუმცა ვარსკვლავის შიგნით ყოფნის მერე მათგან მხოლოდ მყარი ბირთვებიღა დარჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა პლანეტების ვარსკვლავში შესვლა და მის ევოლუციაზე ზემოქმედება დაარეგისტრირეს(დედამიწის ზომის ეკზოპლანეტა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.