დედამიწის ზომის პლანეტა ნაპოვნია! მაგრამ…

 მეცნიერთა აზრით, სიცოცხლე რომ წარმოიშვას, პლანეტაზე უნდა იყოს სამი “ინგრედიენტი”: ორგანული მოლეკულები, რომლებსაც კომპლექსური სტრუქტურების  ფორმირება შეუძლიათ, ამ მოლეკულებისათვის იმდენი ენერგია, რომ მათ დაიწყონ რხევა და თხევადი წყალი. არსებობენ დედამიწის მაგვარი პლანეტები, რომლებსაც შესაძლებელია ჰქონდეთ ეს სამი მარაგი.

 თუ პლანეტა უფრო ახლოსაა თავის დედავარსკვლავთან, ვიდრე ჩვენ ვართ (დედავარსკვლავი რასაკვირველია მზის მაგვარი G ტიპის მნათობია), მის ზედაპირზე მთელი წყლის მარაგი აორთქლდება და თუ ძალიან შორსაა, შესაბამისად, გაიყინება. ამგვარად, პლანეტები, რომლებსაც აქვთ ისეთი ტემპერატურა, რომელზეც შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა არიან გაზური გიგანტები (მაგ. ნეპტუნი).მათ არა აქვთ მყარი ზედაპირი, შესაბამისად, სიცოცხლის არსებობაზე ზედმეტია ლაპარაკი.  მათზე პატარებს კი არა აქვთ საკმარისი გრავიტაცია, რომ დაბრუნდნენ თავდაპირველ ადგილზე (როგორც ჩვენს მზის სისტემაში: ჯერ კლდოვანი პლანეტებია – მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი და შემდეგ გაზის გიგანტები – იუპიტერი, სატურნი, ურანი.

 სტატიაში, რომელიც 20 დეკემბერს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობდნენ კეპლერის(NASA) მისიის მიერ შეგროვებულ მონაცემებს, განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს წყვილი ეკზოპლანეტები, რომლებიც თითქმის დედამიწის ზომისანი არიან. მნათობიდან შორს მყოფი პლანეტები, სახელად Kepler-20e და 20f, მოძრაობენ დედავარსკვლავის ორბიტაზე, რომლის სახელი, შესაბამისად, Kepler-20-ია. ეს ვარსკვლავური სისტემა დედამიწიდან 950 სინათლის წლის მანძილზეა. წყვილ პლანეტებს აქვთ დედამიწის დიამეტრის 0,87 და 1,03. ასეთი ზომების პლანეტებს აქვთ საკმარისი გრავიტაცია იმისთვის, რომ  კლდოვან პლანეტებად იქცნენ. “თეორიული მოდელი უშვებს იმ ფაქტს, რომ პლანეტების ბირთვში მატერია იყოს რკინის, რომელიც გარშემორტყმულია სილიკატების მანტიისგან.” ამბობს გილიერმო ტორესი, კეპლერის მისიის წევრი ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრიდან.

 პლანეტები თითქმის ჩვენი პლანეტის ზომისაა, მაგრამ აქვთ კი მათ სიცოცხლის გაჩენისთვის საჭირო პირობები? სამწუხაროდ არა! “ისინი ძალიან ცხელები არიან” ამბობს ტორესი Life’s Little Mysteries-სთან E-mail ინტერვიუში.

 ორივე პლანეტა Kepler-20e და 20f ექსტრემალურად ახლოს მოძრაობენ დედავარსკლვავის გარშემო. მათი ორბიტალური პერიოდი (ანუ წელიწადი, დედამიწის შემთხვევაში ეს არის 365,6 დღე) შეადგენს 6 (Kepler-20e) და 20 დღეს (Kepler-20f). “შიდა პლანეტის (20e) ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 1000 გრადუსია ცელსიუსით, გარე პლანეტის (20f) კი – დაახლოებით 700 გრადუსი ცელსიუსით” ამბობს ტორესი. სამწუხაროდ ისინი ზედმეტად ცხელები არიან,  მათ ზედაპირზე  თხევადი ოკეანეები ვერ იარსებებს – შესაბამისად არ იქნება არანაირი სიცოცხლის წყაროც.

 თუმცა, არსებობს იმის შანსი, რომ ამ ორ პლანეტაზე არის ისეთი სიცოცხლის ტიპი, რომელიც თხევად წყალს არ მოითხოვს? “რატომ გვგონია, რომ სიცოცხლე მაინცდამაინც უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ ჩვენს პლანეტაზე ვიცით? მართალია, ჩვენ არ გვაქვს სხვა სიცოცხლის მაგალითები და ძებნა იმით გვიწევს, რაც ვიცით. ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის სიცოცხლე, რომელიც არ მოითხოვს თხევად წყალს. თუ ეს შესაძლებელია… ” აღნიშნავს ტორესი.

 ორი კვირის წინ, კეპლერის მისიის გუნდმა გააკეთა განცხადება სიცოცხლისათვის შესაფერისი პლანეტის აღმოჩენის შესახებ, რომელიც არც თუ ისე ახლოს იყო დედავარსკვლავთან (განსხვავებით ზემოთ ხსენებული პლანეტებისგან), მაგრამ ისიც იგივე მიზეზის გამო დაივიწყეს. “ჩვენ გავაკეთეთ განცხადება Kepler-22b-ზე, რომელის ტემპერატურა ხელსაყრელი იყო სიცოცხლისთვის, მაგრამ ის ძალიან დიდი აღმოჩნდა. ახლა კი ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას პლანეტაზე, რომელიც არის დედამიწის ზომის, მაგრამ ძალიან ცხელი.” ამბობს დეივ ჩარბონი, კეპლერის მისიის სხვა წევრი ჰარვარდიდან. “შემდგომში ჩვენ რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ ვეცდებით ვიპოვოთ ისეთი ეკზოპლანეტები, რომლებიც ორივე საუკეთესო თვისებას ფლობენ:  დედამიწის ზომას და წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის საჭირო ტემპერატურას”.

ავტორი: ბექა მამუკაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.