შროდინგერის კატა

 ეს არის წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელიც ერვინ შროდინგერმა წარმოადგინა, რითაც მას უნდოდა ეჩვენებინა კვანტური მექანიკის არასრულფასოვნება, სუბატომური ნაწილაკებიდან მაკროსკოპულ (დიდ) სისტემებზე გადასვლისას. ანუ შროდინგერმა კვანტური სუპერპოზიციის პრინციპი გამოიყენა მაკროსამყაროსთვის (სუბატომურ ნაწილაკებზე დიდი). სუპერპოზიცია არის კვანტური ფენომენი, რომლის მიხედვით, ობიექტი შეიძლება იყოს ყველანაირ მდგომარეობაში ერთბაშად, სანამ მასზე არ ხდება დაკვირვება.

 ან ანეკდოტი, რომელიც არ ვიცით როგორ მთავრდება, ანუ სანამ არ გავიგებთ დასასრულს ის (ორ მდგომარეობაშია ერთდროულად) სასაცილოცაა და ისე რა Smile.

 კლასიკური მექანიკა, რომელიც კარგად აღწერს მაკროსკოპული მასშტაბების სისტემებს, არ გამოდგება ატომების, მოლეკულების, ელექტრონებისა და ფოტონების მდგომარეობების აღსაწერად. კვანტური მექანიკა ადეკვატურად აღწერს ატომების, იონების, მოლეკულების, კონდენსატებისზ და სხვა ელექტრონულ-ბირთვული სისტემების თვისებებსა და ქცევებს. კვანტურ მექანიკას ძალუძს ელექტრონების, ფოტონების, სხვა ელემენტარული ნაწილაკების ქცევეის აღწერა, თუ უგულებელვყოფთ ნაწილაკების ურთიერთგარდაქმნებს. ელემენტარული ნაწილაკების გარდაქმნები ველის კვანტური თეორიის ჩარჩოებში აღიწერება. ექსპერიმენტები ამტკიცებს იმ შედეგებს, რომლებიც კვანტური მექანიკითაა მიღებული. ამ დისციპლინის მთავრი არსი არის ე.წ. დაკვირვებული და მდგომარეობა.

ექსპერიმენტი

 დახურულ ყუთში მოთავსებულია კატა. ამ ყუთში არის მექანიზმი რადიოაქტიური ბირთვით, რადიაციის დეტექტორითა და მომწამლავი გაზით ავსებული ჭურჭლით. ექსპერიმენტის პარამეტრები ისეთნაირადაა შერჩეული, რომ 50/50-ზეა ალბათობა იმისა, რომ რადიოაქტიური ბირთვი 1 საათში დაიშლება. თუ ბირთვი დაიშალა, მოხდება მექანიზმის ამუშავება, რომელიც ჭურჭელს გატეხავს და კატაც მოკვდება. კვანტური მექანიკის თანახმად, თუ ბირთვზე დაკვირვება არ ხდება, მაშინ მისი მდგომარეობა ორი მდგომარეობის (შერევით) სუპერპოზიციით აღიწერება – დაშლილი ბირთვით და დაუშლელი ბირთვით, შესაბამისად, ყუთში მყოფი კატა, ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც. თუ ყუთი გახსნილია, მაშინ ექსპერიმენტატორი რომელიმე ერთ კონკრეტულ მდგომარეობას დაინახავს – <<ბირთვი დაიშალა, კატა მკვდარია>> ან <<ბირთვი არ დაშლილა, კატა ცოცხალია>>.

 კითხვა: როდის აღარ არის სისტემა შერეული სახით და ირჩევს ერთ კონკრეტულ მდგომარეობას? ექსპერიმენტის მიზანია – აჩვენოს, რომ ზოგიერთი წესის გარეშე, კვანტურ მექანიკას აქვს არასრული სახე. წესებისა, რომლებიც მიუთითებს თუ როდის მოკვდება ან არ მოკვდება კატა და როდის აღარ იქნება იგი ერთდროულად ცოცხალიც და მკვდარიც (შერეული მდგომარეობა). ცხადია, რომ კატა ან მკვდარი უნდა იყოს ან ცოცხალი (არ არსებობს შუალედური მდგომარეობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის), ანუ ეს წესი ატომური ბირთვისთვისაც მართებულია. ის აუცილებლად დაშლილი ან დაუშლელი იქნება.

 ორიგინალური ვერსია ჟურნალ Naturwissenschaften-ში 1935 წელს გამოვიდა. სტატიის მიზანი იყო ამ პარადოქსის (ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპის მიხედვით, შეუძლებელია ერთდროულად ნაწილაკის ზუსტი კოორდინატისა და იმპულსის დადგენა, რადგან ერთი სიდიდის გაზომვას შეშფოთებები შეაქვს მდგომარეობაში და ხდება მეორე სიდიდის დამახინჯება. განუსაზღვრელობისგან თავის არიდება მხოლოდ ჰიპოთეტური ხერხითაა  შესაძლებელი) განხილვა, რომელიც ამავე ჟურნალში აინშტაინმა, პოდოლსკიმ და როზენმა (აპრ) გამოაქვეყნეს. სტატიები „კვანტური გადახლართულობის“ (არ ვიცი როგორ მოიხსენიებენ ქართველი მეცნიერები ამ ტერმინს; გერ: Verschränkung, ინგ: entanglement. astronet.ge) უცნაურ ბუნებაზე მიუთითებდა, რაც კვანტური მდგომარეობებისთვისაა დამახასიათებელი, ანუ ორი სისტემის სუპერპოზიციურ (შერეული) მდგომარეობაზე (მაგალითად, ორი სუბატომური ნაწილაკის).

 კოპენჰაგენური ინტერპრეტაცია

 კოპენჰაგენური ინტერპრეტაციით, სისტემა აღარ ხდება შერეული და ირჩევს ერთ-ერთ მდგომარეობას, როცა მოხდება დაკვირვება.

 მაკროსკოპულ სისტემებში კვანტური მოვლენები არ დაიმზირება (ზედენადობისა და ზეგამტარობის გარდა); ამიტომ, თუ ჩვენ მაკროსლოპულ ტალღურ ფუნქციას კვანტური მდგომარეობისთვის გამოვიყენებთ, მაშინ ჩვენ ექსპერიმენტით უნდა დავასკვნათ, რომ სუპერპოზიცია დაირღვა. თუმცა გაუგებარია, რას ნიშნავს საერთოდ, რომ რაღაცა არის „მაკროსკოპული“, კატის შემთხვევაში ზუსტადაა ცნობილი – ის მაკროსკოპული ობიექტია. ამგვარად, კოპენჰაგენური ინტერპრეტაცია არ თვლის, რომ ყუთის გახსნამდე კატა ერთდროულად მკვდარ და ცოცხალ მდგომარეობაშია.

 კვანტური მექანიკის ინტერპერეტაცია – განსხვავებული ფილოსოფიური განსჯა კვანტური მექანიკის, როგორც ფიზიკური თეორიისა, რომელიც მატერილურ სამყაროს აღწერს. კვანტური მექანიკა, მეცნიერების ისტორიაში, ყველაზე უფრო შემოწმებულ და ყველაზე უფრო წარმატებულ თეორიად ითვლება. თუმცა, კონსესუსი მის „სიღრმისეულ აღქმაში“ ჯერ კიდევ არ არსებობს. ყველა მეცნიერი არ ეთანხმება იმას, რომ თითქოს კვანტურ მექანიკას რაიმე ინტერპრეტაცია სჭირდება, მინიმალური ინსტრუმენტულის გარდა. აჟამად მეცნიერებს შორის ყველაზე უფრო პოპულარული კოპენჰაგენური ინტერპერეტაციაა.

13 comments

  1. ე.ი. უბრალო ენით რომ ვთქვათ ესპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: დაკეტილ ყუთში მოთავსებულია ასაფეთქებელი მოწყობილობა და კატა. ყუთის გაღების მცდელობისას ასაფეთქებელი ავტომატურად მოკლავს კატას და უკვე მკვდარი დაგხვდება შიგნით. შენთვის კატა ერდროულად მკვდარიცაა და ცოცხალიც რადგან თეორიულად კატა ცოცხლობს
    მაგრამ მისი ცოცხლად ხილვა შენთვის შეუძლებელია.

  2. შესაძლებელია ყუთის გახსნით, ოღონდ ორივე მდგომარეობაში ვეღარ იქნება, ან მკვდარი იქნება ან ცოცხალი.

  3. კვანტური შეჭიდულობა ქვია მაგ ტერმინს თუ არ ვცდები

  4. თუ იცით ფილმი Coherence? მაინტერესებს თქვენი აზრი, რადგან ფილმის ყურების შემდეგ ბევრი კითხვა გამიჩნდა. გამიხარდება საინტერესო კომენტარები 🙂

  5. მე ასეთი კითხვა გამიჩნდა: რათქმაუნდა კატის ერთდროულად ორ ურთიერთ გამომრიცხავ მდგომარეობაში ნახვა შეუძლებელია. მაგრამ დავუშვათ იგივე ვითარეებაა დაკეტილი ყუთია და მექანიზმიც იგივეა. მაგრამ ჩაქუჩის დარტყმის მაგივრად რომ ხდებოდეს ორი რამ. თუ ბირთვი დაიშლება მოწყობილობამ გამოსცეს დავუშვათ კატის კნავილის ხმა ხოლო თუ არ დაიშლება ძაღლის ყეფის. ანუ რეალურად ყუთის გახსნა და დაკვირვება არ გიწევს უბრალოდ გიწევს ხმის ლოდინი იმის გასარკვევად დაიშალა თუარა ბირთვი. აი ასეთ შემთხვევაში რა მოხდება. აქაც უბრალოდ ალბათობის საკითხი იქნება ჩვენ კატის ხმას გავიგებთ თუ ძაღლის თუ რაიმე კავშირი ექნება ცდის შედეგს სუპერპოზიციასთან

  6. შროდინგერის კატის პრინციპი რო გამოვიყენოთ სხვა ობიექტზე, შეძლებს სუპერპოზიცია სასურველი შედეგის მიღებას დამკვირვებლის როლიდან ?

  7. დავაზუსტოთ, ანუ კოპენჰაგენური ინტერპრეტაციიდან გამომდინარე სუპერპოზიციაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ მიკროსკოპული ობიექტები? და არა მაგალითად ეს კატა ან დახურულ კარს მიღმა ოთახში ნივთები? დამაინც თუკი ეს ასეა რატომ ვაწყდებით პარადოქსს, როცა ელემენტარული ნაწილაკი შეადგენს მაკროსკოპულ ობიექტს (მაგ: კატას) და ეს ელემენტარული ნაწილაკი სუპერპოზიციაშია, ხოლო კატა კი მხოლოდ ერთ კონკრეტულ მდგომარეობაში? ამას კავშირი აქვს ევერეტის ინტერპრეტაციასთან მულტისამყაროს შესახებ, სადაც მიკროსკოპული ნაწილაკების სუპერპოზიციონირება (უსასრულო რაოდენობის მდგომარეობიდან თითოეული) გაცხადებულია უსასრულო რაოდენობის სამყაროში, თითოეულში თითოეულ კონკრეტულ დამოუკიდებელ ფიზიკურ მოვლენად?

  8. ძალიან კარგა არის ახსნილი, მადლობა დიდი.

  9. შროდინგერის კატის თემა ჩემი აზრით ძალიან მარტივად იხსნება იმით, რომ სუპერპოზიციაში მყოფი ელემენტებისათვის კატა არ არსებობს. შესაბამისად ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ბირთვი ერთდროულად დაშლილიც იყოს და მთლიანიც. ეს იმას ნიშნავს, რომ კატა არსებობს მხოლოდ 3 განზომილებიან დრო სივრცეში და მხოლოდ ჩვენს რეალობაში და არა კვანტურ რეალობაში, სადაც დრო არ არსებობს და შესაბამისად კატაც არ არსებობს, კატა (არა მარტო კატა, არამედ ჩვენი მთელი სამყაროც კი) ცოცხალია მხოლოდდამხოლოდ თავის საკუთარ დროში და განზომილებაში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.