”ფერმიმ” ახალგაზრდა მილიწამიანი პულსარი აღმოაჩინა

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, გამოიყენა რა კოსმოსური გამა-ტელესკოპი ”ფერმი”, უცნაურად მძლავრი მილიწამიანი პულსარი  აღმოჩინა , რომელიც ასეთი ობიეტქბის ფორმირების შესახებ არსებულ თეორიებს ეწინააღმდეგება.

 ამავე დროს, სხვა ჯგუფმა ”ფერმის” მონაცემებში, ახალი მეთოდის გამოყენებით, კიდევ 9 ახალი გამა-პულსარი აღმოაჩინა. პულსარი ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპია, რომელიც ელექტრომაგნიტურ ენერგიას დროის გარკვეული შუალედებით ასხივებს. ასეთ ვარსკვლავში მატერია იმდენადაა შეკუმშული, რომ ერთი ჩაის კოვზის ხელა ნივთიერება ევერესტის წონისა იქნება.


ორბიტალური ტელესკოპი „ფერმი“.

”პულსარების ამ ხალი ჯგუფის დახმარებით, ფერმიმ უკვე ასზე მეტი აღმოაჩინა, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2008 წელს ტელესკოპმა მხოლოდ 7 აღმოაჩინა”, ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. პულსართა ერთი ჯგუფი მაღალი სიმკვრივითა და უზომოდ სწრაფი ბრუნვით გამოირჩევა. ამ ე.წ. ”მილიწამიანი” პულსარებიდან ყველაზე სწრაფი 43 000 ბრუნს აკეთებს წუთში.

მილიწამიანი პულსარები, სავარაუდოდ, ასეთ სიჩქარეს იმიტომ აღწევენ, რომ გრავიტაციულად არიან დაკავშირებულნი კომპანიონ ნორმალურ ვარსკვლავთან. მათი ვარსკვლავური სიცოცხლის ნაწილში, ნორმალური ვარსკვლავიდან წამოსული გაზური ნაკადები პულსარზე გადაედინება. დროთა განმავლობაში ამ გაზების ზემოქმედებით პულსარის ბრუნვის სიჩქარე ნელ-ნელა იზრდება. ძლიერი მაგნიტური ველი და ბრუნვის სიჩქარე აიძულებს მას გამოასხივოს ენერგიის მძლავრი კონები, რადიოდიაპაზონიდან გამა-სხივებამდე. კომპანიონი ვარსკვლავი ენერგიის ნაწილს პულსარს გადასცემს, ამიტომ გაზის გადადინების შეწყვეტის მერე მისი ბრუნვაც ნელდება.

 როგორც წესი, მილიწამიანი პულსარების ასაკი მილიარდი წელია. თუმცა, 3 ნოემბერს ეს მტკიცებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ფერმის ჯგუფმა ხომ 25 მილიონი წლის მილიწამიანი ელვარე პულსარი აღმოაჩინა.

 ობიექტი, სახელად PSR J1823-3021A, მდებარეობს ხნიერი ვარსკვლავების სფეროსებრ გროვა NGC 6624-ში. გროვას ასაკი დაახლოებით 10 მილიარდი წელია და დედამიწიდან 27 000 სინათლის წლითაა დაშორებული.


ფერმის დიდი ტელესკოპი ნამიბიაში.

ფერმის დიდმა ტელესკოპმა(LAT) აჩვენა, რომ 11 სფეროს ფორმის გროვა გამა-სხივებს უშვებს, ათეულობით მილიწამიანი პულსარის ერთობლივი გამოსხივება ფერმისთვისაც კი საკმაოდ სუსტია, შეუძლებელია მათი ცალ-ცალკე გამოყოფა, თუმცა NGC 6624-ის შემთხვევაში ეს ასე არ არის.

”უცნაურია, რომ ყველა გამა-სხივი, რომლებსაც ჩვენ ამ გროვაში ვხდავთ, ერთი ობიექტიდან მოდის. ამის მიზეზი ენერგიის სწრაფი გამოსხივება შეიძლება იყოს. ეს შეიძლება შევადაროთ მყვირალა ბავშვის ხმას, რომელიც მოხუცებულთა სახლში იმყოფება”, ამბობს პაულო ფრეირე, კვლევის მთავარი ავტორი(მაქს პლანკის სახელობის რადიოასტრონომიის ინსტიტუტი ბონში, გერმანია).

”ჩვენ მეთოდების ადაპტაცია გავაკეთეთ, რომლებიც თავიდან გრავიტაციული ტალღების შესასწავლად იყო შემუშავებული გამა-პულსარების ძებნის ამოცანის ჩარჩოებში, და ჩვენ აღმოჩენის სახით, მალევე მივიღეთ ჯილდო”, ამბობს ბრიუს ალენი, ჰანოვერის მაქს პლანკის სახელობის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტიდან. ალენი აღმოჩენის თანაავტორია, რომელიც დღეს ჟურნალ Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

httpv://www.youtube.com/watch?v=0kb57v9dZJo&feature=player_detailpage

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.