ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ პულსარი IGR J11014-6103 ვარსკვლავთშორის სივრცეში რეკორდული სიჩქარით გადაადგილდება(arXiv.org, Astrophysical Journal Letters).
IGR J11014-6103 ჩვენიდან 30 000 სინათლის წლით არის დაშორებული. სამუშაოში მონაწილეობას ღებულობდნენ ორბიტალური ტელესკოპები – ევროპული „XMM-ნიუტონი“, ამერიკული „ჩანდრა“(ძირითადად) და მიწიდან ავსტრალიური ტელესკოპი პარკსში.
მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ეს ობიექტი პულსარს წარმოადგენდა. თუმცა ახლა, ისიც დადგინდა, რომ ის 15 ათასი წლის წინათ ზეახლის MSH 11-61A-ს აფეთქებით წარმოიქმნა (პულსარი ღერძის გარშემო სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია, ბრუნვის ღერძი მაგნიტური ველის ღერძს არ ემთხვევა, რაც პერიოდული იმპულსების წარმოქმნას იწვევს).
პულსარისა და ზეახლის ნარჩენის დღევანდელი ადგილმდებარეობის მიხედვით, მეცნიერებმა შეძლეს განსაზღვრათ პულსარის გადაადგილების სიჩქარე – 2400-2900 კილომეტრი წამში.
2011 წლის ბოლოს ასტრონომებმა მოულოდნელად ნელი რენტგენული პულსარი აღმოაჩინეს(ოღონდ აქ ბრუნვის სიჩქარეზეა საუბარი და არა სივრცეში გადაადგილებაზე), მისი სახელია SXP 1062. ეს ნეიტრონული ვარსკვლავი ღერძის გარშემო ერთ ბრუნს 1062 (17,7 წუთი)წამში აკეთებს, მაშინ როცა ასეთი ვარსკვლავების ბრუნვის ტიპიური სიჩქარე რამდენიმე ათასი ბრუნია წამში.