უცნაური პულსარები…

 მეცნიერებმა უცნაური თავისებურება აღმოაჩინეს რენტგენის გამოსხივებაში, რომელიც პულსარიდან მოდის.

 მკვლევართა ვარაუდით, აღმოჩენას ამ უსაზღვროდ მკვრივი და სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავების შემადგენლობას ნათელი შეიძლება მოჰფინოს. პულსარი – ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპი, აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენი, რომელიც ძალიან სწრაფად ბრუნავს(ნელი პულსარი), ასეულობითჯერ წამში. თავდაპირველად ეგონათ, რომ პულსარი J1740+1000 ასეთი ვარსკვლავების ტიპიური წარმომადგენელია. თუმცა, მის სპექტრში შთანთქმის ხაზების ღმოჩენამ მეცნიერები ძალიან გააკვირვა.

 ჯორჯ ვაშინგტონის ახელობის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლეგ(ყოჩაღი ოლეგი 🙂 ) კარგალცევი: ”არც თუ ისე დიდი ხნის წინ შთანთქმის ხაზები, ოღონდ ძალიან უცნაური, ხუთი ტიპის ნეიტრონულ ვარსკვლავებში იქნა შემჩნეული”. შეიძლება ეს ნეიტრონული ვარსკვლავებისთვის დამახასიათბელი თვისებაა და ამ ”ეკზოტიკური” ობიექტების შემადგენლობის დადგენში დაგვეხმაროს.

 კარგალცევი ნეიტრონული ვარსკვლავების სითბური გამოსხივების კვლევით იყო დაკავებული, მათი ტემპერატურის დასადგენად. ჯგუფი იმედოვნებდა, რომ ვარსკვლავს შიგნით მიმავალ პროცესებზე გაარკვევდა რამეს. დაკვირვების ობიექტი 4,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პულსარი J1740+1000 იყო.

 კარგალცევი: ”ჩვეულებრივ ნეიტრონული ვარსკვლავების სპექტრი საკმაოდ გლუვია ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ჩვენ შტანთქმის ხაზები აღმოვაჩინეთ”. მეცნიერებმა ორბიტალური ”XMM-ნიუტონი”-თ და ”ჩანდრა-თი მიღებული მონაცემები გამოიყენეს(რენტგენის გამოსხივება).

 კარგალცევის აზრით ამ უცნაურობის მიზეზი ვარსკვლავის ზედაპირზე ან მისი მაგნიტური ველის(მაგნეტარი) ზემოთ  მიმდინარე პროცესები შეიძლება იყოს.

 პულსარ J1740+1000-ის ასაკი დაახლოებით 100 000 წელია, რაც ვარსკვლავური მასშტაბებით არც თუ ისე დიდი რიცხვია. შთანთქმის სპექტრის აღმოჩენამდე მეცნიერებმა ყურადღება მის ადგილმდებარეობაზე გაამახვილეს. მაშინ, როცა ყველა ნეიტრონული ვარსკვლავი გალატიკის ფარგლებშია, J1740+1000 გალაქტიკური სიბრტყის ზემოდანაა. სრულიად შესაძლებელია, რომ უცნაური ხაზების მიზეზი მისი მდებარეობა იყოს.

 მეცნიერები J1740+1000-ის კვლევას განაგრძობენ და ალბათ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემასაც შეძლებენ(”არეული” პულსარი; სპრინტერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.