ზეახლების ამფეთქებელნი…

 ზეახლები – ფეთქებადი ვარსკვლავები, რომლეთა მოკლე ანთებები ისეთი ელვარეა, რომ გალაქტიკის დანარჩნი ვარსკვლავების ნათებას ფარავენ. მათი გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს პროცესი, რომლის დროსაც ვარსკვლავი გაზს თავის კომპანიონ, ევოლუციის ბოლო სტადიაზე მყოფ, თეთრ ჯუჯას გადასცემს. ამ უკანასკნელის განსაკუთრებული თვისება ისაა, რომ ძალიან ნელა ცივდება და მზის მასა აქვს. გადაცემული გაზები ჯუჯას მასას ზრდის, რაც უმართავი თერმობირთვული პროცესის წამოწყებით და ვარსკვლავის აფეთქებით მთავრდება.

 მსგავს მოვლენზე მეტი მონაცემების შესაგროვებლად ასტრონომებმა ზეახალი PTF 11kx გამოიკვლიეს, არიზონას, კალიფორნიის, ჰავაის და კანარის კუნძულებზე არსებული ობსერვატორიების გამოყენებით. PTF 11kx  – ზეახალი, იქამდე მანძილი დახლოებით 675 მილიონი სინათლის წელია(ანუ სხვა გალაქტიკაშია).

 მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ თეთრი ჯუჯას კომპანიონი წითელი გიგანტია(ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა), ასეთი გახდება(1) ჩვენი მზეც დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე.

 ლას კუმბრეს ობსერვატორიის თანამშრომელი ენდი ჰოუელი ამბობს:” უცნაური ისაა, რომ თერმობირთვული ზეახლები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან(სტანდარტული სანთლები), სხვა და სხვანაირი ვარსკვლავებიდან შეიძლება გაჩნდნენ. მსგავსად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი მაიმუნისგან რომ იყოს წარმოშობილი, ზოგიერთი კი ჟირაფისგან”(ჰიპერახალი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.