კარგად ცნობილი დიდი კოვზის ფორმის ფიგურა, დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვიდი კაშკაშა ვარსკვლავი. ყველა ასტრომოყვარულმა იცის, რომ თუ ხაზით შევაერთებთ მარჯვენა უკიდურეს ორ ვარსკვლავს, მაშინ ეს ხაზი პოლარულ ვარსკვლავამდე მიგვიყვანს, პატარა დათვის თანავარსკვლავედში (ფოტოზე არ ჩანს). პოლარული ვარსკვლავი ჩრდილოეთ პოლუსის თავზეა და ამიტომ ყოველთვის საუკეთესო გზისმკვლევი ინსტრუმენტი იყო ძველად. ქალაქის შუქებით ქვემოდან განათებული ღრუბლების ზღვაში, მაღალ მთაზე აღმართული ჰოჰენცოლერნების სასახლე მოჩანს, სამხრეთი გერმანია, შვაბიის ალპები. ეს მთა, ერთ დროს, უძველესი ზღვის კუნძულს წარმოადგენდა (დიდი დედა დათვის თანავარსკვლავედი).
დიდი დათვის თანავარსკვლავედი
Posted by