გალაქტიკათა ნელი ზრდა

 კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სიუზან კესინი, გვიხსნის:”ასტრონომები თვლიდნენ, რომ სპირალური გალაქტიკების დღევანდელი სახით ფორმირება 8 მილიარდი წლის წინ მოხდა და მას შემდეგ ისინი თითქმის არ შეცვლილან. ტენდენცია, რომელიც ჩვენ შევამჩნიეთ, სრულიად საწინააღმდეგოა: გალაქტიკები ამ დროის განმავლობაში განუწყვეტლივ ვითარდებოდნენ”.

 თანამედროვე გალაქტიკები – ისეთები, როგორიც ანდრომედა და ირმის ნახტომი – მაღალორგანიზებულნი არიან, ხოლო ბრუნვითი მოძრაობა და მათი მკლავების ჩახვევა შიგა ვარსკვლავებისა და მათი გროვების მოძრაობაზე დომინირებს. სხვაგვარად გამოიყურებოდნენ მეცნიერების მიერ დამზერილი ყველაზე შორეული გალაქტიკები(1), მოწესრიგებული სპირალურების წინამორბედნი. სივრცეში ჩვენთან მოახლოებასთან ერთად(და დროში) ეს გალაქტიკები ჩვენთვის ნაცნობ ფორმებს იღებენ, მკვეთრად გამოხატულ მბრუნავ სპირალურ დისკოებად გადაქცევით.

 სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო ახლოა აწმყო, მით უფრუ ნაკლებია ქაოტური მოძრაობები, დეზორგანიზაცია, მით უფრო მკაფიოდაა გამოხატული ფორმა და სწრაფი ბრუნვა. მეცნიერებმა ამ ევოლუციის უწყვეტი და მიმდევრობითი სურათის შექმნა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ეს განვითარება ნებისმიერი მასის გალაქტიკის შემთხვევაში დაიმზირება, თუმცა დიდები ბრუნვასაც მალე უმატებენ და მელევე წესრიგებიან.

 ავტორთა აზრით, ადრე ეს უწყვეტობა ასტრონომთათვის სამუშაოების ორგანიზაციის თავისებურების გამო რჩებოდა შეუმჩნეველი. სპირალური გალქტიკების განვითარების კვლევებში განიხილებოდნენ ისეთები, რომლებსაც მოწესრიგებული მბრუნავი დისკოების ფორმები ჰქონდათ, ხოლო დანარჩენები არა. ამჯერად ანალიზში ყველა გალქტიკა მოხვდა, ნებისმიერი ასკისა და ფორმების, საკმარისი სიკაშკაშით, ფორმის, ზომის, მანძილისა და შინაგანი მოძრაობის დასადგენად.

 მთლიანობაში სამუშაომ 544 გალაქტიკა მოიცვა, რომლებზეც მონაცემბის მიღება პროექტ DEEP2 Redshift Survey-დან მოხდა. პროექტში კეკისა და ჰაბლის სახელობის ტელესკოპებია გაერთიანებული.

 როგორც ჩანს, არც ჩვენი გალაქტიკა დაბადებულა წესრიგსა და სიწყნარეში, მანაც გაიარა ევოლუციის გრძელი გზა(2), რომელიც 8 მილიარდი წელი მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.