ჩვენ ვარსკვლავთშორისი სივრცის ბუშტულაში ვიმყოფებით

 ეს ბუშტულა, ალბათ, რამდენიმე წლის წინათ აფეთქებული მასიური ვარსკვლავისგან წარმოიქმნა. ასეთი რეგიონები ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავურ სისტემებს შორის არსებულ შუალედებს ავსებენ. ნივთირება კი, რომელსაც ვარსკვლავთშორისი შეიცავს, იონური გაზისგან შედგება, ასევე ატომებისგან მოლეკულებისგან და კოსმოსური სხივებისგან.

 ვარსკვლავთშორის ფენას ენერგიით მზის ქარი, პლანეტარული ნისლეულები და ზეახლების აფეთქებები ამარაგებენ. გარდა ამისა, ეს რეგიონები ახალი ვარსკვლავების დაბადების ადგილებიც არიან.

 ნასას მეცნიერთა თქმით, ამ ეტაპზე მზის სისტემა ადგილობრივ ვარსკვლავთშორის ღრუბელში გადის, რომელიც სურათზე იისფრადაა წარმოდგენილი. ის ”ადგილობრივი ბუშტულას” დაბალი სიმკვრივის ხვრელია, რომელიც სურათზე შავი ფერითაა ნაჩვენები.

 მეცნიერები ზემოთ ხსენებული ფენომენების დეტალურ შესწავლას გეგმავენ, რათა უკეთ გაიგონ, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი დედამიწის კლიმატზე(1;2).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.