ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი გააქტიურდა

ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი პირველად იქნა გადაღებული რენტგენის დიაპაზონის ხისტ ნაწილში, თან ნივთიერებათა შთანთქმის დროს(NASA).

უახლესი კოსმოსური ტელესკოპი NuSTARი თავისებურად უნიკალურია – მას რენტგენის დიაპაზონის ხისტ ნაწილში შეუძლია დაკვირვებების ჩატარება, თან ჯერ არნახული მგრძნობელობით. ამ უნიკალურობამ თავისი შედეგი გამოიღო: ტელესკოპმა ირმის ნახტომის რენტგენული ფოტო პირველად მიიღო. დაკვირვებებს ხვრელის გააქტიურებაც დაემთხვა.nustar_nasa

ივლისში, ორი დღის  განმავლობაში  „ნუსტარი“ და ზოგიერთი სხვა ტელესკოპიც, რომლებიც რენტგენისა და ინფრაწითელ დიაპაზონებში მუშაობენ, მშვილდოსნის Aს კომპაქტურ წყაროზე ახდენდნენ დაკვირვებებს, ის გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. სხვა გალაქტიკების აქტიურ ცენტრებთან შედარებით ჩვენი შედარებით წყნარია: სხვები დიდი რაოდენობით მატერიასა და მთლიან ვარსკვლავებს შთანთქავენ, ხოლო ჩვენი ასეთი მადით არ გამოირჩევა. რატომ – ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ყოველთვის, როცა ის რაიმე დიდი ზომის ობიექტს „ყლაპავს“, ენერგიულად ანათებს.

 „ნუსტარის“ მიერ დაფიქსირებული რენტგენის ფოტონებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ხვრელის მახლობლად წარმოუდგენლად გავარვარებულმა 100 მლნ. ОС მატერიამ გამოასხივა, რომლის შემადგენელი ნაწილაკები ლამის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობენ. ახლა მეცნიერებს მიღებული მონაცემების შესწავლა მოუწევთ, რომლებიც სხვა და სხვა დიაპაზონშია მიღებული, რათა გაარკვიონ, რითი ცოცხლობს ჩვენი ზემასიური ხვრელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.