ქარიშხალი სენდი ფორმირებიდან სანაპიროზე გადასვლის ჩათვლით

http://www.youtube.com/watch?v=bCexDJs4CFg

 მიყენებული ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. სუპერქარიშხალი სენდი დედამიწის გარშემო მბრუნავმა თანამგზავრმა GOES-13-მა გადაიღო. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ მოხდა ქარიშხლის ფორმირება ოქტომბრის ბოლო შვიდ დღეში, გაძლიერდა, კარიბის ზღვიდან ატლანტის ოკეანეში გადაინაცვლა, ა.შ.შ-ს აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ გაიარა, მოულოდნელად დასავლეთით გადაუხვია, ნიუ ჯერსის სანაპიროზე გადავიდა, პენსილვანიის თავზე ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი, საბოლოოდ კი სამხრეთ-დასვლეთით მოძრაობასთნ ერთად ა.შ.შ-სა და კანადის თავზე დაიშალა. სენდის მისვლამდე სანაპირო ძლიერმა შტორმულმა ტალღებმა დატბორეს. წყალდიდობა ძალიან ბევრ სანაპირო რეგიონში მოხდა, დაიტბორა ნიუ-იორკის ქუჩბი და მეტრო. ქარიშხლის ზემოქმედება 1500 კილომეტრიან ზოლზე გავრცელდა, დასავლეთით მდებარე ვისკონსინის ჩათვლით. სენდის ფორმირება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა არის საშიშროება იმისა, რომ თუ ატლანტის ოკანის წყლების ტემპერატურა ზრდას გააგრძელებს ასეთი ძლიერი ქარიშხლების წარმოქმნა კიდევ უფრო გახშირდება(ქარიანი გზები დედამიწაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.