მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან

 მეცნიერები გლობალური დათბობის შედეგბს აფასებენ: არქტიკის მარადიული საყინულედან მილიარდობით ტონა აზოტი და ნახშირმჟავა გაზი თავისუფლდება(Phys.Org).

 ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც US Geological Survey-იმ ჩაატარა, მუდმივი ყინულის რეგიონების დნობის გამო უახლოესი ასწლეულის განმავლობაში ატმოსფეროში 44 მლრდ-მდე ტონა აზოტი და 850 მლრდ. ტონა ნახშირბადი შეიძლება მოხვდეს. ეს ძალიან დიდი რიცხვია – შედარებისთვის, მთელი თანამედროვე ატმოსფერო ნახშირბადს, ნახშირმჟავა გაზის სახით, იგივე რაოდენობით შეიცავს.

 თავიანთ ნამუშევარში მეცნიერები იხილავდნე ნიადაგის ქცევას, რომელიც მუდმივი გამყინვარების რეგიონებშია, მასზე დედამიწის კლიმატის შემდგომი განვითარების სხვადასხვა სცენარით ზემოქმდების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ მათი ორგანული კომპონენტიდან აზოტის ინტენსიური გამოყოფა მიმდინარეობს, ასევე შედარებით მცირე რაოდენობით ნახშირმჟავა გაზისა და მეთანის გამონთავისუფლება. ეს უკანასკნელნი კი სათბურის ეფექტის გაძლიერებას უწყობს ხელს და გლობალური დათბობის პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს.

 ასეულობით ათასი წლების მანძილზე ჩრდილოეთში აკუმულირებული ნივთიერებები, პლანეტის ეკოსისტემაზე, ჰაერსა და წყლის რესურსებზე ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს. ახალი აზოტისა და ნახშირბადის გაზების კოლოსალური მოცულობა არ შეიძლება არ აისახოს სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქიმიურ ციკლებზე, რაც ამ ელემენტების წრებრუნვასთანაა დაკავშირებული – თუმცა, ეს საკითხი დამატებით დეტალურ კვლევს საჭიროებს.

 ”პოლარული განედების მუდმივი მყინვარები შორს არის და ჩვენ უმრავლესობასთან პირდაპი კავშირში არა აქვს. თუმცა პოტენციურად მათ, დესტაბილიზაციის შემთხვევაში, მთელი პლანეტის სიცოცხლის შეცვლა შეუძლია”- ამბობს US Geological Survey-ის ხელმძღვანელი მარსია მაკნათი (დედამიწის პირველი გლობალური სურათი; ყველაზე ცხელი წლები; გრენლანდია დნება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *