დამსხვრეული პლანეტების კლუბი

 ჰარვარდის უნივერსიტეტის დარტყმითი შეკუმშვის ლაბორატორია: ადგილი, სადაც პლანეტები იმსხვრევიან.

დარტყმითი შეკუმშვის ლაბორატორიაში ცენტრალური ადგილი ცისფერ კამერას უკავია, რომელშიც ლაბორატორიის ხელმძღვანელი სარა სტიუარტი დამხმარე სტუდენტებთან ერთად ყველაზე გრანდიოზული კოსმოსური ავარიების, ციური სხეულების შეჯახების, იმიტაციას აკეთებენ. კამერაზე 40 მილიმეტრიანი გაზის ამაჩქარებელია მიერთებული, რომელიც 113 გრამიან ჭურვებს 9600 კმ/სთ. სიჩქარით, ბგერაზე თითქმის 8-ჯერ სწრაფად, ესვრის სამიზნეებს, რომლებიც პლანეტების, თანამგზავრებისა და ასტეროიდების იმიტაციას წარმოადგენენ. მიღებული დარტყმითი-ტალღური მახასიათებლები და შეჯახების ენერგიების მაჩვენებლები, რომელბიც სამიზნეში ჩამონტაჟებული სხვა და ხვა სენსორებიდან და დეფორმაციის გადამწოდებიდან იწერება, გვიჩვენებენ, თუ რა ხდება მასიური ციური სხეულების შეჯახების დროს, როგორ ხდებოდა შორეულ წარსულში პლანეტათა თანამგზავრების ფორმირება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.