ტელესკოპი Pan-STARRS და ნისლეულები

 ეს შთამბეჭდავი ხედი(2 ქვემოთ) იმ ფოტოთაგან ერთ-ერთზეა გამოსახული, რომელიც ცის დამზერის მძლავრმა ინსტრუმენტმა გადაიღო. მოიცავს მშვილდოსნის თანავარსკვლავედის თითქმის სამ გრადუსიან სივრცეს, რაც სავსე მთვარის დისკოს დიამეტრზე ექვსჯერ მეტია. ჩანს ნისლეულები ლაგუნა(M8), სამნაწილიანი ნისლეული(M20) და NGC 6559. ისინი ირმის ნახტომის ვარსკვლავური მტვრით მდიდარ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ვარსკვლავების სინათლე, მტვრის მიერ შთანთქმის გამოა გაწითლებული.


(2).

laguna m8 dvali
ნისლეული ლაგუნა(M8)( ამ და მთავარი ფოტოს ავტორია დავით დვალი, 2014 წ.)

 ტელესკოპი და 1,4 გიგაპიქსელიანი კამერა პროექტ  Pan-STARRS-მა დაამზადა და თვითონვე აწარმოებს დაკვირვებებს. პროექტის მიზანია(პანორამული დამზერის ტელესკოპი და სწრაფი რეაგირების სისტემა) – დედამიწის ახლოს მოძრავი პოტენციურად საშიში ასტეროიდებისა და კომეტების ძებნა, სამყაროს კვლევა უნიკალური ფართოკუთხიანი მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებით(საშიში ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.