ჯეტების კვალი მშვილდოსანში

 ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა გამოიკვლიეს მონაცემები, რომლებიც ორბიტალური ობსერვატორია ”ფერმიმ” შეაგროვა. ამ მონაცემთა ანალიზით ორი მძლავრი გამა-ამონაფრქვევის აღმოჩენა მოხერხდა. ეს მაშინ ხდება, როცა მბრუნავი შავი ხვრელი მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზსა და მტვერს შთანთქავს. ამ დროს მატერია სინათლის მახლობელი სიჩქარემდე აჩქარდება და დანარჩენთან ერთად გამა-დიაპაზონში ასხივებს.

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჯეტების აღმოჩენაზე დარწმუნებით ლაპარაკი ადრეა, თუმცა, თუ მათი აღმოჩენა დამტკიცდება, მაშინ ეს ბევრ კოსმოლოგიურ საკითხს გასცემს პასუხს. მაგალითად, ირმის ნახტომის ცენტრალური ხვრელი საკმაოდ წყნარ ხვრელად ითვლება. ახალი მონაცემები ჯეტების შესახებ კი იმაზე მეტყველებენ, რომ სიტუაცია 20-50 ათასი წლის წინათ სულ სხვანაირი შეიძლება ყოფილიყო.

 შეიძლება დავასკვნათ, რომ დროთა განმავლობაში ხვრელების აქტიურობა ძალიან იცვლებოდა. ახლა, ასტრონომთა შეფასებით, ხვრელის ზრდის სიჩქარე მინიმუმ სამჯერაა შემცირებული იმასთან შედარებით, ვიდრე საჭირო იყო ახლანდელი მასის მისაღწევად, გალაქტიკის 13,2 მილიარდი წლის წინ ფორმირებიდან დაწყებული.

 სხვა საკითხი, რომლის ახსნაც ხსენებული ჯეტებით შეიძლება, არის გიგანტური გამა-ბუშტების გაჩენა გალაქტიკის სიბრტყის ორივე მხრიდან. ბუშტები, რომელთა დიამტერი დაახლოებით 25 ათასი სინათლის წელს შეადგენს, ასტრონომებმა 2010 წლის ნოემბერში გამოიკვლიეს. რენტგენის ხივებით შევსებული ობიექტები ასევე ”ფერმიმ” აღმოაჩინა.

 თვითონ ტელესკოპი(თვიდან მას GLAST-ი ერქვა) ორბიტაზე 2008 წლის ივნისში გაიყვანეს. მისი სამუშაო ვადა დაახლოებით 10 წელია, ხოლო ღირებულება 650 მილიონი დოლარი. ობსერვატორია 565 კილომეტრის სიმაღლის ორბიტზეა განთავსებული. აპარატის მოწყობილობა დედამიწიდან უხილავი ბნელი მატერიის კვლებისა და პულსარების გამოსხივების შესწავლისთვისაა შექმნილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.