უცხო კომეტები, როგორც ჩვენები

  ერთი შორეული ვარსკვლავის კომეტები ძალიან ჰგვანან ჩვენებს. ეს ფაქტი კომეტების, ვარსკვლავების და პლანეტების ფორმირების შესახებ არსებული თეორიების მართებულობას ადასტურებს(ESA).

რუსული „რადიოასტრონი“ შორეული გალაქტიკის ბირთვს ხედავს

  მეცნიერები, რომლებიც რუსულ რადიოტელესკოპ “Спектр-Р”(„რადიოასტრონი“)-ით მუშაობენ, გალაქტიკა 0716+714-ის ბირთვის პირველი გამოსახულება გამოქვეყნეს, რომელიც ამ აპარატმა გააკეთა(ФИАН-информ).

ყველაზე სწრაფი ტელესკოპი

  ავსტრალიაში ოფიციალურად გახსნეს ASKAP-ი, პირველი ფაზა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის SKA (Square Kilometre Array – ანტენების კვადრატულ კილომეტრიანი მასივი)-ს მშენებლობაში(წყარო).

ცაზე ორი მზე იქნება?!

 მალე შეიძლება უნიკალური მოვლენის მომსწრენი გავხდეთ, რომელიც მხოლოდ ათასობით წლიწადში ერთხელ მეორდება. ამ მოვლენას ავსტრალიელი მეცნიერი ბრედ კარტერი იკვლევს. მისი გამოთვლებით დედამიწიდან 640 სინათლის წლის მანძილზე, ერთ-ერთი მასიური ვარსკვლავი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ზეახალად აფეთქდეს.

პირველი ინდიელების დამღუპველი ასტეროიდის კვალი აღმოჩენილია

  ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამერიკის ჩრდილოეთში 13 000 წლის წინათ ჩამოვარდნილი ასტეროიდის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ამ მოვლენას ამერიკის მეგაფაუნისა და ინდიელების კულტურა კლოვისის გაქრობას უკავშირებენ(Proceedings of the National Academy of Sciences).