კოსმოსური ბორანი ლოსანჯელესის თავზე

 ლოსანჯელესის მთავარი აეროპორტისთვის ეს პირველი შემთხევავა, ხოლო ბორან “ინდევორისთვის” უკანასკნელი დაჯდომა იყო. კალიფორნიის თავზე მან თავისი მოგზაურობა დაასრულა და მიწაზე დაეშვა, ამჯერად ბოინგ 747-ის კორპუსზე იყო ამხედრებული. ბოლო ფრენის დროს ბორანი და მისი თანმხლები თვითმფრინავები კალიფორნიის ყველაზე ცნობილ ადგილებთან გადაიღეს – ოქროს ხიდი სანფრანცისკოში, ჰოლივუდის ნიშანი, ლოსანჯელესის ცათამბჯენები. ბორანი ”ენთერპრაიზი”, ნიუიორკის ღირსშესანიშნაობების ფონზე აღბეჭდეს. ის ავიაციისა და კოსმოსნავტიკის მცურავ მუზეუმში, ავიამზიდ ”ინტრეპიდზე” მიიტანეს. აჟამად, ყველა კოსმოსური ბორანის ექსპლოატაცია დასრულებულია, ისინი მუზეუმის ექსპონატებად იქცნენ. გეგმის მიხედვით, აქ ნაჩვენები ბორანი ლოსანჯელესის ქუჩების გავლით კალიფორნიის შემეცნებით ცენტრამდე ბუქსირით უნდა მიიტანონ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.