თავბრუდამხვევი სიჩქარით

 ორმაგი სისტემა, ბრუნვის სულ რაღაც  2,4 საათიანი პერიოდით, კოსმოსური ტელესკოპის XMM-Newton-ის საშუალებით აღმოაჩინეს, რომელიც დაკვირვებებს რენტგენის დიაპაზონში ახდენს. მსგავს სისტემათა წინა რეკორდსმენი, ვარსკვლავი -- შავი ხვრელი -- Swift J1753.5 ახლად აღმოჩენილს 1 საათით ჩამორჩება -- 3,2 საათი.

 სისტემა MAXI J1659-152-ის შავი ხვრელი, აღმოჩნილი 2010 წლის 25 სექტემბერს, მასით მზეს მინიმუმ სამჯერ მაინც აჭარბებს, ხოლო მისი ვარსკვლავი-კომპანიონის მასა მზის 20% უტოლდება. მათ შორის მანძლი სულ რაღაც მილიონი კილომეტრია. ობიექტები საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავენ,  წითელი ჯუჯა ჯერ არგაგონილი სიჩქარით -- დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრი საათში. ის ყველაზე სწრაფია აქამდე რენტგენის დიაპაზონით აღმოჩენილ ვარსკვლავთა შორის(ზესწრაფი ვარსკვლავეური წყვილი; კიდევ უფრო სწრაფი ვარსკვლავი…; ”ფერმიმ” ახალგაზრდა მილიწამიანი პულსარი აღმოაჩინა; ყველაზე სწრაფი პლანეტა -- SWEEPS-10).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.