LOFAR-ი უდიდეს გალაქტიკას ხედავს

 ჩვენი სამყარო სურპრიზებით არის სავსე, ზოგიერთი მათგანი კი წარმოუდგენლად დიდებულია.

 ასეთებს, ახლადაღმოჩენილი გიგანტური გალაქტიკაც მიეკუთვნება. 8,34 მილიონი სინათლის წლის ზომის „მონსტრმა“ სახელიც შესაფერისი მიიღო – გიგანტური რადიოგალაქტიკა.

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის ძალისხმევითა და ასევე საერთაშორისო, მძლავრი ტელესკპის საშუალებით, რომელიც ასტროობიექტებზე დაბალი რადიოსიხშირულ დიაპაზონში – 10-240 მჰც. დასაკვირვებლად შეიქმნა, მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთება მოხერხდა. რადიოტელესკოპით ცის სკანირებისას, მეცნიერებმა ახალი საკმაოდ ძლიერი რადიოწყარო აღმოაჩინეს. ეს არ იყო უბრალოდ სუსტი სიგნალი, რომელიც ახალ ობიექტზე მიუთითებდა, არამედ სავსე მთვარეზე დიდი ზომის რადიოწყარო. როგორც ჩანს, უზარმაზარი რადიოგამოსხივება ასეულ მილიონობით წლის წინათ, სამმაგი გალქტიკებიდან ერთ-ერთისგან გაჩნდა.

 კატალოგში აღნიშნული როგორც UGC 09555(გროვა MSPM 02158), გალაქტიკური სისტემა დედამიწიდან 820 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი ცენტრალური გალაქტიკის შესწავლა ადრეც ხდებოდა და თავისი თვისებებით გიგანტურ გალაქტიკას ჰგავდა. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ სამმაგი სისტემის ყველა მონაწილეს ურთიერთქმედებით ნივთიერებათა უზარმაზარი რაოდენობა გამონთავისუფლდება, რომელიც მილიონობით სინათლის წლის მანძილზეა გავრცელებული. ეს წყარო ან ძალიან მძლავრია, ან ძალიან ხნიერი.

 LOFAR-ის მაღალი მგრძნობელობა, მისი დაბალ სიხშირეებზე მუშაობის უნარი, ასტრონომებს ამ ობიექტის აღმოჩენაში დაეხმარა. ეს რადიოგალაქტიკა ცაზე იგივე ზომისაა, როგორც სავსე მთვარე, ამ დროს ის 820 მილიონი სინათლის წლით არის ჩვენგან დაშორებული!!!(ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა; რადიოგალაქტიკის მძლავრი ჯეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.