ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა

 ასტრონომებმა, სამყაროს ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც ირმის ნახტომზე ხუთჯერ დიდი შეიძლება აღმოჩნდეს.

 ამ ტიტულის მფლობელი, ბარის მქონე (ვარსკვლავებისგან შემდგარი წაგრძელებული შესქელება, რომელიც გალაქტიკის დისკოს ემთხვევა. თუ გალაქტიკას ბარი აქვს, მაშინ მკლავების კვანძები ბარის ბოლოებიდან იწყება. NGC 13 65) სპირალური გალქტიკა NGC 6872 გახდა, მდებარე დედამიწიდან 212 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ფარშევანგის თანავარსკვლავედში. ორ უზარმაზარ სპირალურ მკლავს შორის მანძილი 522 000 სინათლის წელს შეადგენს (ირმის ნახტომი ზომა კი მხოლოდ 100 000 სინ. წელია).

 ადრე, მეცნიერები აღიარებდნენ ფაქტს, რომელიც NGC 6872-ის ზომებს ეხებოდა. თუმცა მხოლოდ ახლა, მონაცემთა დეტალური შესწავლის მერე, რომლებიც მათ სხვადასხვა ინსტრუმენტებით მიიღეს, მათ შორის აპარატი GALEX(”გალაქტიკების ევოლუციის მკვლევარი)-ითაც, გაკლაქტიკამ ცნობილთა შორის ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკის სახელი მოიპოვა.

 რაფაელ ეუფრასიო, გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრიდან ამბობს:”რომ არა GALEX-ის ულტრაიისფერი ”მხედველობა” და ახალგაზრდა გავარვარებული ვარსკვლავების აღმოჩენის უნარი, ჩვენ ვერასოდეს დავინახავდით, თუ რა მანძილზე ვრცელდება ეს გალაქტიკა”.

 NGC 6872-ის უზარმაზარი ზომა მეზობელ IC 4970-თან ურთიერთქმედებით შეიძლება აიხსნას, რომლის მასა გიგანტის მხოლოდ 20% შეადგენს. კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, მათი მაქსიმალური მიახლოება 130 მილიონი წლის წინათ მოხდა, რამაც NGC 6872-ის ზოგიერთ ნაწილებში ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესების აფეთქება გამოიწვია(2).

 ასტრონომიის პროფესორი დუილია დელლო აღნიშნავს:” NGC 6872-ის ჩრდილო-აღმოსავლეთი მკლავი აქტიური ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესების ადგილია, მაგრამ სიშორის გამო მისი დანახვა მხოლოდ ულტრაიისფრ დიაპაზონშია შესაძლებელი”.

 ბარი, რომელიც გალაქტიკის მკლავებს ცენტრალურ ნაწილებთან აერთებს, ასევე უზარმაზარია. მისი რადიუსი 26 000 სინათლის წელია, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე მეზობელი სპირალური გალაქტიკების ბარები (ანდრომედასა და ირმის ნახტომის შეჯახების ზუსტი თარიღი; ჩვენი გალაქტიკის სპირალური მკლავები კოსმოსური ავარიის შედეგად გაჩნდნენ).

 დღეისათვის, ყველაზე დიდ გალაქტიკად ითვლება IC 1101, ის ლინზისმაგვარი გალაქტიკების კლასს ეკუთვნის (შუალედური ფორმა ელიფსურსა და სპირალურს შორის). სინათლე ამ გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორემდე მიღწევას 6 მილიონი წელი უნდება!!! ირმის ნახტომს სინათლის სხივი 60-ჯერ სწრაფად გადის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.