გალაქტიკა ბარითა და ზეახლით

 გალაქტიკათა სიმრავლეში, არის ერთ-ერთიც, სპირალური გალქტიკა ე.წ. ბარით (ვარსკვლავებისგან შემდგარი ხიდი, რომლის ბოლოებიდან გალაქტიკის მკლავები ამოდის), რომელიც სხვადასხვა აღნიშვნებითაა ცნობილი: NGC 1365(1), ESO 358-17, MCG -6-8-26, VV 825, FCC 121, IRAS03317-3618, PGC 13179.

 კოსმოსურ სივრცეში ეს გალაქტიკა 200 000 სინათლის წლის ზომის ადგილს იკავებს, დედამიწას კი 60 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია, 2009 წელს, ასტრონომებმა ამ ადგილიდან ამომავალი რენტგენის სხივების ჭარბი რაოდენობა დააფიქსირეს. 

NGC 1365-ში ზეახალიც იქნა აღმოჩენილი, 2012 წლის 27 ოქტომბერს, ამიტომ მან მიიღო სახელი – SN2012fr. აფეთქებულმა თეთრმა ჯუჯამ მთელი გალაქტიკა გაანათა.

 1826 წლის 2 სექტემბერს აღმოჩენილ NGC 1365-ს ასტრონომებმა ”დიდებული სპირალური გალაქტიკა ბარით” უწოდეს (Great Barred Spiral Galaxy), რადგან ის ბარიანი გალაქტიკების ყველაზე საუკეთესო ნიმუშია. დიდია და დეტალური შესწავლის საშუალებას იძლევა. ხსენებული ზეახლის გარდა, იქ სხვებიც იქნა შემჩნეული: 2001du, 1983V, 1957C.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.