ჰერკულესის A, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ელვარე ელიფსური რადიოგალქტიკაა. მისი გამოსახულება, კოსმოსური ტელესკოპის – „ჰაბლი“ და რადიოტელესკოპის –“Karl G. Jansky Very Large Array”, დახმარებით იქნა მიღებული. გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელიდან, რადიოჯეტები ამოდის. მეცნიერთა თქმით, რადიოწყარო ჰერკულესის A, ჩვენს გალქტიკაზე თითქმის 1000-ჯერ დიდია, ხოლო მისი ცენტრალური შავი ხვრელის მასა, 2,5 მილირდი მზის მასას უტოლდება.
სხვადასხვა დიაპაზონებში გადაღბული ფოტოებით შდგენილ გამოსახულებაზე, ელიფსური ჰერკულესის A-ს, ცენტრში მდებარეობს. მას ღია ყვითელი ლაქას ფორმა აქვს, ხოლო მძლავრი ჯეტები, რომლებსაც ის წარმოქნის, ნისლის მაგვარი ფორმებით, გალქტიკის ორივე მხარეს ჩანს.
ჰერკულესის A-ს გარდა ფოტოზე სხვა გალაქტიკებიც ჩანს, ზოგიერთი მათგანიც ასევე რადიოწყაროებია, თუმცა არა ასეთი მძლავრი და დიდი. ასტრონომთა თქმით, ეს გალქტიკები ერთ გროვაში შედის, ხოლო მათ შორის ყველაზე მძლავრი ჰერკულესის A არის. ეს წყარო 1 მილიარდჯერ მეტ ენერგიას ასხივებს, ვიდრე ჩვენი მზე.