„ჰერშელმა“ ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავები აღმოაჩინა

კოსმოსურმა ობსერვატორია „ჰერშელი“-მა ცნობილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავები გადაიღო(NASA).  ორიონის თანავარსკვლავედში 15 ვარსკვლავისაგან შემდგარი აქამდე უცნობი ვარსკვლავური გროვა აღმოაჩინეს. პროტოვარსკვლავების აღმოჩენას მათი შემომფარგლავი გაზისა და მტვრის სქელი ღრუბელი აფერხებდა. „ჰერშელის“ მიერ მიღებული შედეგები „სპიცერმა“ და მიწაზე მდებარე რადიოტელესკოპმა APEX(ჩილე)-მა დაადასტურეს.

  აღმოჩენილი ვარსკვლავებიდან 11 ელექტრომაგნიტური სპექტრის წითელ ნაწილში ასხივებენ, რომლისთვისაც დაბალი ენერგიების ფოტონებია დამახასიათებელი. ეს საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ვარსკვლავები ფორმირების ადრეულ სტადიაზე იმყოფებიან. სულ ორიონში 18 ასეთი ვარსკვლავი აღმოაჩინეს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ამ სტადიაზე ვარსკვლავის ასაკი სულ რაღაც 25 ათას წელიწადს შეადგენს(მზე 4,5 მილიარდი წლისაა). ვარსკვლავის სიცოცხლეში ეს ეტაპი შუალედურია. მნათობების ფომირების საწყის სტადიაზე გაზურმტვროვანი ღრუბლის კოლაფსი(შეკუმშვა) ხდება. ცივი გაზის სქელი მასა ნელ-ნელა გავარვარებულ პლაზმად იქცევა. აღმოჩენილი ვარსკვლავები ასტრონომებს ამ პროცესების კვლევაში დაეხმარებათ.
 „ჰერშელი“ ორბიტაზე 2009 წელს გაიყვანეს. ის ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალურ ტელესკოპებს შორის ყველაზე დიდია, რაც მას გაზურმტვროვანი გროვების მიღმა მდებარე ობიექტების დანახვის საშალებას აძლევს. „ჰერშელით“ ასტეროიდ აპოფიზის ზუსტი ზომაც დადგინდა, რომელიც დედამიწას 2013 წელს რეკორდულად ახლო მანძილზე მოუახლოვდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.