ზესწრაფი ვარსკვლავეური წყვილი

 აღმოჩენილია ყველაზე სწრაფი ნეიტრონული ვარსკვლავი: ის, მეორე ვარსკვლავის გარშემო სრულ ბრუნს ნახევარ საათში აკეთებს(Space.Com). თუ დიდი ვარსკვლავი ზეახლად აფეთქებით იღუპება და მისი შიგა ნაწილი კოლაფსირებს, შედეგად ზემკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოიქმნება. მასზე მიზიდულობის ძალა იმდენად ძლიერია, რომ ატომები იშლებიან, ელექტრონები ბირთვში იპრესებიან და განსაკუთრებულ ზედენად და ზეგამტარ ნივთიერებას წარმოქნიან(აგრეგატული მდგომარეობა), რომელიც თავის მხრივ ზემძლავრ მაგნიტურ ველს ქმნის. მთლიანობაში, ნეიტრონული ვარსკვლავები ძალიან უცნაური ობიექტები არიან.

  დამატებით, ისინი ჩვეულებრივ ძალიან სწრაფად ბრუნავენ, გამოსხივების ვიწრო კონების წარმოქმნით განსაზღვრულ დიაპაზონში. დროდადრო ისინი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართებიან(როგორც შუქურას ნაწყვეტი სინათლე), რის გამოც ასეთ ობიექტებს პულსირებადი სახე აქვთ, თან ისეთი რეგულარული, რომ პულსარების სიგნალი თავიდან უცხო ცივილიზაციების გამოგზავნილი ეგონათ. ერთ-ერთი მათგანია PSR J1311-3430, მილიწამიანი პულსარი, ის ღერძის გარშემო წამში ასეულობით ბრუნს აკეთებს.

 ეს პულსარი ნაწილია ორმაგი სისტემისა, რომელიც მასათა საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავს, 520 ათასი კილოპმეტრიანი დისტანციით. სისტემა კენტავრის თანავარსკვლავედში, გამა-ტელესკოპმაფერმიმაღმოაჩინა. გაირკვა, რომ ამ ვარსკვლავების ბრუნვა უზარმაზარი სიჩქარით მიმდინარეობს: 2,8 მილიონი კმ/სთ. პულსარი მეზობელს თავისი გამოსიხვებით შლის, მისი ზედაპირიდან მატერიის ამოგდებით და ნაწილობრივი შთანთქმით. მეზობლის დიამეტრი უკვე 88 ათას კილომეტრამდე დავიდა, რაც იუპიტერის ზომაზე ნაკლებია, თუმცა მასით სამჯერ მძიმეა მასზე. შესაძლებელია, რომ პულსარს ასეთი თავბრუდამხვევი ბრუნვისთვის საჭირო ენერგიას სწორედ მისი კვდომა აძლევს.

 ეს ნამუშევარი პირველი წარმატებული შემთხვევაა მილიწამიან პულსარზე მხოლოდ გამა-სხივებში დაკვირვებით კვლევისა, სხვა დიაპაზონების გამოყენების გარეშე. მეცნიერებს იმ მონაცემების გაანალიზება მოუხდათ, რომელიც „ფერმიმ“ ჯერ კიდევ 2008 წელს, მუშაობის დაწყების პირველი დღეებიდანვე გადმოსცა. საჭირო გახდა მისი ფოტოების დამუშავებისათვის საჭირო სპეციალური ალგორითმების შექმნა მძლავრი კომპიუტერების გამოყენებით. „გამოთვლითი სიმძლავრეების დანახარჯი პულსარის ბრუნვის სიჩქარის კუბის პროპორციულად იზრდება“ – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.