თეთრი ჯუჯას ატმოსფერო ლაბორატორიულ პირობებში

 თეთრი ჯუჯა – მზის მსგავსი ვარსკვლავის არსებობის ფინალური ფაზაა, ვარსკვლავებისა, რომელთა მასა ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელის წარმოსაქმნელად საკმარისი არაა(ანუ 1,4 მზის მასაზე ნაკლები). ჯუჯებში თერმობირთვული რეაქციები არ მიმდინარეობს, ამიტომ ისინი თანდათანობით ცივდებიან და მკრთალდებიან.

 ჯუჯას გამოსხივების წყარო ზედაპირული გაზის თხელი ფენაა. მათი შესწავლის ძირითადი ინსტრუმენტი ამ გამოსხივების სპექტრული თავისებურებებია. ამასთან ერთად, თეთრი ჯუჯების არსებული მოდელები არ არის სრულყოფილი – არსებობს, მაგალითად, უთანხმოება მონაცემებს შორის, რომლებიც სპექტრული ანალიზით და სხვა(ირიბი) მეთოდებით დგინდება.

 ახალი ნამუშევრის მიზანი თეთრი ჯუჯას ატმოსფეროს ლაბორატორიულ პირობებში შექმნა იყო, რითაც მისი სპექტრული თვისებების შესწავლა და არსებული მოდელების კალიბრირება მოხდება. ამისათვის მეცნიერებმა ე.წ. Z-მანქანა გამოიყენეს, რენტგენის სხივების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი წყარო, რომელიც ნიუ მექსიკოში მდებარეობს.

 ისინი ოქროს ფირფიტას ასხივებდნენ, რომელიც წყალბადის რეზერვუარს ფარავდა. დროის მცირე ინტერვალში მიღებული პლაზმის ტემპერატურამ დაახლოებით 10 000 კელვინს მიაღწია. ამ დროს ფირფიტასთან შეიქმნა პირობები, რომლებიც ახლოს უნდა იყოს თეთრი ჯუჯას ზედაპირთან არსებულ პირობებთან(ნივთ. აგრეგატული მდგომარეობა).

 მკვლევართა თქმით, ჯერჯერობით მათ პირობათა მთელი ”თაიგულის” მოდელირება ვერ შეძლეს. კერძოდ, თეთრი ჯუჯას გაზურ გარსში არა მარტო წყალბადია – იქ შეიძლება იყოს ჰელიუმიც, ნახშირბადი და ჟანგბადი. გარდა ამისა, მეცნიერები მაგნიტური ველის დამატებასაც აპირებენ, რაც თეთრი ჯუჯების ატმოსფეროსთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებასაც გასცემს პასუხს(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.