დიდი მთვარე და უცნაური ოპტიკური მოვლენა

 ფრინველები, რომლებიც მთვარეში გადიან?! უცნაურია, მაგრამ სწორედ ასეთი ვიზუალური ეფექტის დაფიქსირება შეძლო ასტროფოტოების მოყვარულმა. ფოტოგრაფმა VegaStar Carpentier-მა ეს სურათი 2012 წლის 22 სექტემბერს საფრანგეთში, Canon EOS 1000D, 300 მმ.-ით გადაიღო. მთვარე – ღამის ცის ყველაზე ელვარე ობიექტი, დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ). ყველასთვის ცნობილია, რომ ის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, 27,3 დღე-ღამიანი პერიოდით. მთვარე არ ანათებს, თუმცა ის მაინც ჩანს, რადგან მზის სხივებს აირეკლავს, დედამიწელ დამკვირვებლს ის მზით განთებული მხარის სახით წარმოუდგება.

 ამ სურათზე მთვარე პირველ მეოთხედშია, განათების პროცენტი 50,5%-ს უტოლდება. ჩვენ გვეჩვენება, რომ მთვარე სანახევროდაა განათებული, ასტრონომები ამას ”მეოთხედ მთვარეს” უწოდებენ. რადგან დამკვირვებელს, რომელიც დედამიწაზე იმყოფება, მთვარის განათებული ნაწილის მხოლოდ მეოთხედს ხედავს.

 კიდევ ერთი ფოტო Shahrin Ahmad-მა გადაიღო. 2 ოქტომბერს კუალა-ლუმპურის(მალაიზია) მაცხოვრებლებმა შთამბეჭდავი მოვლენა დაინახეს – მზიური ჰალო. ოპტიკური ეფექტი, რომელიც მზის სხივების, ფრთიანი ღრუბლების ყინულის კრისტალებში არეკვლით ჩნდება. კრისტალების მიერ არეკლილი და გადახრილი სინათლე ხშირად სპექტრის ნაწილებად იშლება და ჰალო ცისარტყელას ემსგავსება.

 ჰალო ოპტიკური მოვლენაა, მანათობელი რგოლი, ის სინათლის წყაროს გარშემო ჩნდება ხოლმე. ჩვეულებრივ ჰალოს დანახვა მთვარის, მზის და სხვა მანათობელი ობიქტების გარშემო შეიძლება შევამჩნიოთ. საინტერესოა, რომ ძველად ჰალოს მისტიკურ ნიშნად თვლიდნენ, ცუდის მომასწავლებელ ნიშნად(მთვარის ილუზია; ჰალო).


მთვარის მიერ იუპიტერის გადაფარვა 2012 წელს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.