პოლარული ნათება გრენლანდიის თავზე

 ასტრონომებმა გრენლანდიის(გრენლანდია დნება) თავზე გადაღბული პოლარული ნათების შთამბეჭდავი კადრები წარმოგვიდგინეს.

 ატმოსფეროთა ზედა ფენების ნათებას პლანეტებისა, რომლებსაც მაგნიტოსფერო გააჩნიათ, მზის ქარის დამუხტულ ნაწილაკებთან ურთიერთქმდებისას, პოლარულ ნათებას უწოდებენ. ეს უნიკალური ბუნებრივი ფენომენია, რომელიც ღამის ცას ელვარე ფერებით ანათებს და ესთეთიკიდან შორს მყოფი ადამიანების აღფრთოვანებასაც კი იწვევს.

 როგორ ჩნდება პოლარული ნათება? მაშინ, როცა დამუხტული ნაწილაკების ნაკადები ატმოსფეროს ზედა ფენების ბომბარდირებას ახდენენ, რომლებიც გეომაგნიტური ველის ძალწირების გასწვრივ, პლაზმურ ფენად წოდებულ არეში მოძრაობენ.

 მიზეზის გამოვლენაზე, რომელიც ამ ნაწილაკების პლაზმური ფენიდან ამოცვენას იწვევეს, კოსმოსური ფიზიკა მუშაობს. ექსპერიმენტულადაა დადგენილი, რომ ამ პროცესის სტიმულაციაში მთავარ როლს პლანეტის მაგნიტური ველის ორიენტაცია და მზის ქარის წნევა თამაშობენ.

 პლაზმური ფენის ენერგიული ნაწილაკების ატმოსფეროს ზედა ფენებთან შეჯახებით, ხდება მისი შემადგენელი გაზების ატომებისა და მოლეკულების აგზნება. სწორედ აგზნებული ატომების ხილულ დიაპაზონში გამოსხივებაა პოლარული ნათება. ამ ნათების სპექტრი პლანეტის ატმოსფროზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ დედამიწისთვის ყველაზე უფრო ელვარე, ჟანგბადის და აზოტის ატომების ხილული დიაპაზონის გამოსხივებაა, იუპიტერისთვის ეს, წყალბადის ულტრაიისფერი გამოსხივების ხაზია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.